მთავარი ჯანმრთელობა 5 განსაკუთრებული ვარჯიში დაგეხმარებათ ენდოკრინული სისტემის მუშაობის აღდგენაში

5 განსაკუთრებული ვარჯიში დაგეხმარებათ ენდოკრინული სისტემის მუშაობის აღდგენაში

by Keti

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად ეფექტურია განსაკუთრებული იოგას ასანები, რომლებიც ეხმარება ამ ორგანოს აღდგენას.

ერთთვიანი ვარჯიშების შემდეგ შედეგი სახეზეა. სცადეთ 5 მოქმედი ვარჯიშის შესრულება და განიმტკიცეთ ენდოკრინული სისტემის მნიშვნელოვანი ორგანო!

1. მატსიასანა

ეს ერთ-ერთი პოზაა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლისა და პარაფარისებრი ჯირკვლის, ასევე მთელი ენდოკრინული სისტემის  გააქტიურებაში გვეხმარება. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები, ტერფები იატაკს დააყრდენით. ხელები შეაცურეთ დუნდულების ქვეშ.

ჩაისუნთქეთ, შეაერთეთ ბეჭები და ზედატანი ამოზნიქეთ. თავი გადაკიდეთ უკან. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 15-30 წამი.

2. უშტრასანა

ეს  ასანა დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლისა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის გაუმჯობესებაში. სასარგებლოა ასევე ხერხემლის დეფორმაციის დროს.

დადექით მუხლებზე და დააფიქსირეთ ისინი მენჯის სიგანეზე. ტერფებით დაეყრდენით იატაკს. გადაიხარეთ უკან, ხელები მოკიდეთ ქუსლებს. თავი გადაკიდეთ უკან. ამ პოზიციაში გაჩერდით 30 წამი. ისუნთქეთ თანაბრად.

3. ბხუჯანგასანა

ეს ე. წ. კობრას პოზა დადებითად მოქმედებს ჰორმონულ სისტემაზე. ის ასტიმულირებს თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლებს.

დაწექით პირქვე და იატაკს დაეყრდენით ტერფებით. ხელისგულები დაიწყეთ მხრების ქვეშ და ტანი ასწიეთ მაღლა, თავი გადაკიდეთ უკან და გაჩერდით ამ პოზაში რამდენიმე სუნთქვითი ციკლის განმავლობაში.

4. სარვანგასანა

სასარგებლოა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირთათვის. დადებით გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზეც.

დაწექით ზურგზე და ფეხები მიაბჯინეთ მუცელს, შემდეგ მენჯი აისროლეთ მაღლა. იატაკზე იდაყვებდაყრდნობილმა, აჭიმეთ ფეხები მაღლა. ასანის შესრულების ხანგრძლივობა 5 წუთია.

5.ხალასანა

ეს პოზა ეხმარება ნერვულ სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში. ააქტიურებს ასევე ჰიპოფიზის მუშაობასაც.

დაწექით ზურგზე, ხელები გაწიეთ თავს უკან. ამოისუნთქეთ და ხელებით მუხლები მიაბჯინეთ მკერდს, ტერფები კი გადაიტანეთ თავს უკან. ხელისგულები მოკიდეთ მენჯს და გაჩერდით ასე 1 წუთი.

გთავაზობთ ვიდეოს ვიზუალური მასალისთვის!

მსგავსი ვარჯიშები უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და ხერხემლის დაავადებები აწუხებთ, ასევე მუხლების ტრავმა, დაბალი და მაღალი წნევა.

გისურვებთ ჯანმრთელობას! სასარგებლო სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!