მთავარი ჯანმრთელობა აი, რა არის ,,კვების ფანჯარა” და რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის კლების პროცესში

აი, რა არის ,,კვების ფანჯარა” და რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის კლების პროცესში

by Keti

რამდენჯერ წაგიკითხავთ და გაგიგონიათ, რომ წონაში დასალკებად უარი უნდა თქვათ გემრიელობებზე და დღეში 5-ჯერ მიირთვათ ქათმის ფილე სალათის ფურცლებთან ან წიწიბურასთან ერთად. თქვენ დასახსნელად ”უგემური ცხოვრებისგან” იაპონელმა მეცნიერმა ესინორი ოსუმიმ აღმოაჩინა კვების პრინციპი, რომლის გამოც  ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში.

მან შეისწავლა აუტოფაგია- პროცესი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს შიმშილის დროს. უჯრედები სრულად გადაამუშავებენ არასაჭირო დაგროვილ ნივთიერებებს და ხდება მათი გაახალგაზრდავება.

რა არის ,,კვების ფანჯარა”

გავიგოთ როგორ ვიკვებებით. ”კვების ფანჯარა” ეს არის დრო საკვების პირველ და ბოლო მიღებას შორის დღის მანძილზე. თუ საუზმობთ დილის 8 საათზე და ვახშმობთ საღამოს 20 საათზე, ე.ი. თქვენი კვების ფანჯარა 12 საათია ღია.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ”კვების ფანჯარა” ღია უნდა იყოს არაუმეტეს 6-8 საათისა. ასეთი ინტერვალი აქვეითებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებისა და გასუქების რისკებს.

სხვადასხვა გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა,რომ კვების ფანჯრის დავიწროება წონაში კლების ეფექტური გასაღებია: ცხიმის წვის ძირითადი პროცესი ღამე მიმდინარეობს, მატულობს მეტაბოლიზმი.

კვების ფანჯრის შემცირება დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე: ქვეითდება კანისა და მკერდის კიბოს განვითარების რისკი, ნელდება დაბერების პროცესები, მცირდება არტერიული წნევა, ქრება უძილობა.

საჭიროა კვების სწორი საათების შერჩევა მეტი ეფექტურობისთვის. დაიცავით შემდეგი ძირითადი წესები:

  1. გაიღვიძეთ დილის 6-7 საათზე.
  2. ისაუზმეთ ადგომიდან სულ ცოტა 30-60 წუთის შემდეგ.
  3. გათვალეთ დრო ისე, რომ თქვენი სამუშაო დღე ადგომიდან 2-3 საათის შემდეგ იწყებოდეს.
  4. მსუყედ ისაუზმეთ.
  5. შეამცირეთ კვების ფანჯარა 6-8 საათამდე, ჩვეული რაციონიდან არაფერი გამორიცხოთ.

საინტერესო ფაქტი: ყველაზე მეტად შიმშილი გვაწუხებს 8:00, 13:00, 19:00 საათებზე. თუ გადაწყვიტეთ კვების ფანჯრის შემცირების მიზნით არ მიირთვათ16-17 საათის შემდეგ, პირველივე მოშიებისას ნუ დაარღვევთ რეჟიმს. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი, კეფირი ან წყალი. 2 საათის შემდეგ შიმშილის გრძნობა მიყუჩდება.

ესინორი ოსუმი ამბობს, რომ 7-14 დღის შემდეგ ორგანიზმი მიეჩვევა ასეთ რეჟიმს. დილით ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, საღამოს კი შიმშილის შემოტევებისგან გათავისუფლდებით.

მოგვიყევით კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები. ეს საინტერესო სტატია კი გაუზიარეთ მეგობრებსაც.