ამბობენ, რომ კიტრის მარილწყალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ, ეს პროდუქტი ბევრ მარილს შეიცავს. მოდით, ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, სასარგებლოა თუ არა მარილწყალი და უნდა მივიღოთ თუ არა ის ხშირად. წარმოგიდგენთ ექსპერიმენტს.
კიტრის მარილწყალი
ბევრი ველომბრბოლელისთვის და ხშირად მორბენალი ადამიანისთვისაა ცნობილი კუნთების უეცარი გადაჯაჭვა. სინამდვილეში, პროფესიონალი სპორსტემენები დაბუჟებას არა ძვირადღირებული პროდუქტებით, არამედ ჩვეულებრივი მარილწყლით ებრძვიან.
ერთმა გოგონამ, ნახა რა ქმრის სპორტულ ჩანთაში კიტრის მწნილის ბოთლი, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.
მან დღეში მხოლოდ 1 ჭიქა მარილიანი სასმლის დალევა დაიწყო 1 კვირის ხანგრძლივობით. გოგონა, რომელიც სპორტულ დარბაზში მუდამ სპაზმებით იტანჯებოდა, პრობლემებისგან განთავისუფლდა.
ყველაფერი მარტივია: დაბუჟების მიზეზი ხშირად გაუწყლოებაა, 50-60მლ კიტრის მწნილს ვარჯიშამდე 1 საათით ადრე ორგანიზმში ტენის შენარჩუნება და მომავალში დაბუჟების თავიდან აცილება შეუძლია. მთავარია თან ატაროთ ეს სასმელი, მაშნ როცა ბევრ სიარულს, ვარჯიშს, ველოსიპედზე კატაობას აპირებთ.
სპორტსმენებისთვის მარილწყალი შეუფასებელია და ის ბევრი სხვა რამის პროფილაქტიკისთვისაც გამოდგება.
ბახუსის დროს
მას ხშირად იყენებენ დალევის მეორე დღეს, დილით. ის ასუფთავებს სასუნთქ გზებს და დაუცხრომელ წყურვილის გრძნობას აქრობს.
სანამ მარილწყალს დალევთ, დარწმუნდით, რომ სწორედ მარილწყალს სვამთ და არა მარინადს. 1 ჭიქაზე მეტი არ მიიღოთ.
სპორტსმენებისთვის
მასში შემავალი დიდი რაოდენობით ნატრიუმი ფიზიკური დატვირთვის დროს პროდუქტიულობას ზრდის.
კუნთების დაბუჟების საწინააღმდეგოდ
1 მლ მარილწყალი 1 კგ სხეულის მასაზე კუნთების სპაზმებისგან უცებ გიხსნით.
სლოკინთან ბრძოლა
მარილწყალი მოგიხსნით სლოკინს უმოკლეს ვადაში. საკმარისია პატარა ჭიქა მარილიანი სითხე მოსვათ.
ქალური ტკივილის პროფილაქტიკა
კიტრის მწნილი ხსნის მენტრუალურ ტკივილს და ქალის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით აჯერებს.