მთავარი ადამიანები სიმსივნით დაავადებული ონკოლოგი ანდრეი პავლენკო: ,,ყველაზე სწრაფად კიბო მათ ჭამს, ვინც არაფერს აკეთებს”.

სიმსივნით დაავადებული ონკოლოგი ანდრეი პავლენკო: ,,ყველაზე სწრაფად კიბო მათ ჭამს, ვინც არაფერს აკეთებს”.

by Keti

ქირურგ-ონკოლოგ ანდრეი პავლენკოს, რომელსაც 17 წლიანი პრაქტიკა აქვს, თავად დაუდგინდა კუჭის კიბოს მესამე სტადია. მან თავისი დაავადება სახალხო გახადა და ახლა სხვებს აჩვენებს მკურნალობის სტადიებს.

https://www.instagram.com/p/BvCZHVQlcEz/?utm_source=ig_embed

ჩვენ ვთვლით, რომ დაავადების წინაღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღი ინფორმაციაა. ექიმსაც სწორედ ეს სურს. ჩვენი სტატიის გმირი თვლის, რომ დანებება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

,,როცა ექიმებმა პირველად მითხრეს, რომ კიბო მაქვს, ცხელმა ტალღამ გადამიარა. ეს იყო შოკი! მაგრამ მალე გონს მოვეგე და ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ეს მეუღლეს და შვილებსაც ვუთხარი.”

ანდრეას 40 წელი შეუსრულდა. ის ჯანმრთელად ცხოვრობდა და არ იყო რისკ-ჯგუფში, მაგრამ კვების წესმა დიდი როლი ითამაშა. ყველაფერი კუჭის ტკივლითა და დისკომფორტით დაიწყო. საკვების იშვიათმა მიღებამ კუჭის წყლული გამოიწვია, რომელიც კიბოში გადაიზარდა.

https://www.instagram.com/p/BjRTuEED2e0/?utm_source=ig_embed

ახლა ანდრეიმ უნდა გაიაროს ქიმიოთერაპიის 4 კურსი.

როცა მას თმის ცვენა დაეწყო, შეკრიბა შვილები, მისცა ცოლს კამერა და გადაიღო თმის პარსვის ვიდეო. ბავშვები იცინოდნენ, იცინოდა ანდრეიც. პაციენტის პოზიტიური განწყობა მკურნალობის ნაწილია.

https://www.instagram.com/p/BkSfdvHHsZ1/?utm_source=ig_embed

,,ძალიან მინდა ჩემი გამოცდილება ახალგაზრდა ქირურგებს გავუზიარო. მსურს ქირურგიული ონკოლოგიის სწავლების განსაზღვრული პროგრამა შევიმუშაო, რომელიც განსხვავებული იქნება უნივერსიტეტში არსებული პროგრამისგან.” – ამბობს ქირურგი.

https://www.instagram.com/p/Bn8JQcLlcC8/?utm_source=ig_embed

,,სიტყვა ,,კიბო” პანიკას იწვევს. ადამიანები ამას ცხოვრების დასასრულად მიიჩნევენ, მაგრამ მათ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და ღირსეულად გაიარონ მკურნალობის მძიმე თვეები და წლები. მე მსურს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიმსივნე, დაავადება ქრონიკულად აღიქვან.” – ამბობს ანდრეი. ამჟამად ის მეოთხე ქიმიოთერაპიას გადის.

პრობლემის განცხადება ეს მხოლოდ დასაწყისია. მასთან ბრძოლა ერთობლივი ძალებითა და პაციენტსა და ექიმს შორის გულახდილი საუბრებით ხდება.

ასეთი ძლიერი სურვილის გამო, რომ იცხოვროს, იმუშაოს და გადასცეს გამოცდილება ახალგაზრდა კოლეგებს, ანდრეი იმსახურებს მხოლოდ ქებას და მადლიერებას. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: