მთავარი ჯანმრთელობა ექიმი ალექსანდრე შიშონინი ჰიპერტონიის სამკურნალო ვარჯიშებს გთავაზობთ

ექიმი ალექსანდრე შიშონინი ჰიპერტონიის სამკურნალო ვარჯიშებს გთავაზობთ

by Keti

ჰიპერტონია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ყოველ მეოთხე ადამიანს ტანჯავს მომატებული არტერიული წნევა. ამ დროს მხოლოდ ტაბლეტები არ არის გამოსავალი.

ჩვენს დასახმარებლად ექიმი ალექსანდრე შიშონინი გვთავაზობს სახისა და კისრის ვარჯიშებს, რომლებიც ჰიპერტონიის მიზეზის აღმოფხვრაში დაგვეხმარება.

ექიმ შიშონინის კისრის ვარჯიშები

ექიმი ხსნის, რომ კუნთოვანი სპაზმი სისხლძარღვს ავიწროებს, შესაბამისად, მასში გამავალი სისხლის რაოდენობას. ჟანგბადის აუცილებელი დოზის მისაღებად ტვინი სიგნალს აძლევს გულს, რომ მეტი სისხლი გადაქაჩოს. ამ დროს წნევაც იზრდება და ვითარდება ჰიპერტონია,

როცა დაავადებულს ექმნება სტრესული სიტუაცია, წნევა კიდევ უფრო იზრდება და შესაძლოა ეს ინსულტითაც დამთავრდეს.

შიშონინმა შეიმუშავა მარტივი ვარჯიშების ცალკე კომპლექტი კისრის კუნთების სამკურნალოდ. საჭიროა, ამ ვარჯიშების ჩატარება, როცა ადამიანს აქვს თავის ტკივილები, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება. ექიმი გვირჩევს პირველი 2 კვირა ყოველდღე ჩავატაროთ ვარჯიშები, შემდეგ კვირაში 2-3ჯერ. თავიდან სარკის წინ გააკეთეთ. თითოეულ ვარჯიშს 3 წუთი სჭირდება.

1. ვარჯიში ,,მეტრონომი”

ეს მდგომარეობს კისრის მორიგეობით ფიქსირებაში ორივე მხარეს 10-10 წამით.

2. ვარჯიში ,,სპირალი”

10 წამით შეწიეთ ნიკაპი, შემდეგ 10 წმ მაქსიმალურად მაღლა გამოსწიეთ.

3. ვარჯიში ,,ნაღველი”

დადეთ თავი ერთ მხარზე 10 წამით, შემდეგ შეცვალეთ მხარე.

4. ვარჯიში ,,მზერა ცაში”

მიაბრუნეთ კისერი გვერდზე, დაფიქსირდით 10 წამით. მონაცვლეობით გააკეთეთ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ – 10 წმ ინტერვალით.

5. ვარჯიში ,,ჩარჩო”

დადეთ მარცხენა ხელი მარჯვენა მხარზე, თავი მარცხნივ მიაბრუნეთ. გაჩერდით 10 წმ. შეცვალეთ მხარე.

6. ვარჯიში ,,ფაკირი”

ხელისგულები თავს ზემოთ შეაერთეთ, თითებით მაღლა. ყოველ 10 წამში თავი ორივე მხარეს აბრუნეთ.

7. ვარჯიში ,,თვითმფრინავი”

გაშალეთ ხელები სხვადასხვა მხარეს, არ მოხაროთ იდაყვებში. 10 წამში ერთხელ 1 წამით დაუშვით ელები დასასვენებლად. გაიმეორეთ ისევ.

8. ვარჯიში ,,ყანჩა”

ასწიეთ ნიკაპი მაღლა, დაუშვით ხელები. 10 წამის შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზას – 1-2 წმ. გააკეთეთ იგივე.

9. ვარჯიში ,,ხე”

ასწიეთ ხელები, ხელისგულები ჭერს გაუსწორეთ. მსუბუქად შეახეთ ორიცე ხელის თითები. ჩამოუშვით 10 წამი ერთხელ ხელები 1 წამით და გაიმეორეთ კვლავ.

ვიდეო ბონუსი:

https://www.youtube.com/watch?v=qT4jZmeXw0U

კისრის კუნთების ვარჯიშები მთავრდება გაჭიმვებით. სჯობს, სწორად გაკეთებისთვის ნახოთ ვიდეო!

მოცემული კომპლექტი ახდენს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას, ეს ინსულტის რისკს აქვეითებს. თუმცა ხერხემლის დაავადების მქონე ადამიანებს სჭირდებათ ექიმის კონსულტაცია.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!