მთავარი საკითხავი ახალი კვლევა: კატების პატრონები მეტად ინტელიგენტები არიან

ახალი კვლევა: კატების პატრონები მეტად ინტელიგენტები არიან

by Keti

აშშს ოჯახების 68%ს ჰყავს შინაური ცხოველი, 36,5%ს ძაღლი ჰყავს, 30,3-ს – კატა. ძაღლები კი ადამიანთა საუკეთესო მეგობრებად ითვლებიან, თუმცა კატაც ბევრ საინტერესოს მეტყველებს თავის პატრონზე.

ცხოველები ჩვენი ცხოვრების სტილის რეფლექსიაა

ცხოველები ადამიანებს სტრესს უმსუბუქებენ, ეხმარებიან სირთულეების გადალახვაში, ასევე დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ხასიათზეც.

ეს კვლევაზეა დაფუძნებული

ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარი სამუელ გოსლინგი პირველი იყო, ვინც ერთმანეთს შეადარა ძაღლები და მათი პატრონები. მან გამოყო რამდენიმე საერთო მახასიათებელი ძაღლებსა და პატრონებს შორის, თუმცა კატები არ უხსენებია.

შემდეგ, დენის გუასტელომ და თავის 2 ძმასთან ერთად დიდი კვლევა ჩაატარა. მათ შეადარეს კატები და ძაღლები თავიანთ პატრონებს. მთავარი იდეა ცხოველების თავსებურებებსა და ადამიანთა ხასიათს შორის კავშირის გამოკვლევა იყო.

განსხვავება კატისა და ძაღლის პატრონებს შორის

კვლევაში ჩართეს 600 სტუდენტი, სადაც ფსიქოლოგებმა  მათი 16 ფსიქოლოგიური ფაქტორი შეაფასეს. ესენი იყო: არგუმენტაცია, გულთბილობა, ემოციური სტაბილურობა, გამოცოცხლება, დომინანტობა და ა.შ.

პასუხების მიხედვით, მონაწილეები, რომლებსაც ძაღლი ჰყავდათ, გამოჩნდნენ უფრო კონტაქტურები და ექსტროვერტები, მაშინ, როცა კატის მფლობელები მეტად სენსიტიურები და კრეატიულები იყვნენ.

არის კიდევ სხვა თვისება, რაც კატის პატრონებს აერთიანებდათ – მათ ყოველთვის შეეძლოთ საკუთარი ინტერესებისა და აზრების დაცვა.

ინტელექტი

ალბათ, ყველაზე საინტერესო თვისება ინტელექტი იყო. კვლევის მიხედვით კატის პატრონებს მეტი ქულა ჰქონდათ ლოგიკურად მსჯელობაშიც, ვიდრე ძაღლის მფლობელებს. სიურპრიზი!

რაც არ უნდა იყოს, მთავარი მათ მიმართ სიყვარულია. ძაღლი გყავთ, კატა თუ თევზი, ცხოველთან კავშირი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს საყვარელი არსებები ყოველთვის თქვენთან არიან!

თქვენ გყავთ ცხოველი? მოგვიყევით კომენტარებში, თუ გაქვთ საერთო თვისებები მათთან!