მთავარი ჯანმრთელობა იმისათვის, რომ ხერხემალი არ მოდუნდეს და მოქნილობა არ დაკარგოს, გააკეთე ეს ვარჯიშები დღეში 10 წუთი

იმისათვის, რომ ხერხემალი არ მოდუნდეს და მოქნილობა არ დაკარგოს, გააკეთე ეს ვარჯიშები დღეში 10 წუთი

by Keti

ცხოვრების თანამედროვე რიტმი ადამიანისგან სრულ ჩართულობას და სამუშაოსადმი თავდადებას მოითხოვს. ხშირად ეს მთელი დღის  მანძილზე ჯდომასთან არის დაკავშირებული, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.

ბევრს ჰგონია, რო ნორმალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ბევრს დროის ხარჯვა ენანება საამისოდ. რეალურად კი, იმისთვის, რომ დარჩე ჯანმრთელი და წარმატებებსაც მიაღწიო საქმიანობაში, ბევრი არაფერია საჭირო.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეინარჩუნოთ ორგანიზმი ტონუსში.

ხერხემლის გაჭიმვა – ეს არის უნივერსალური წამალი მრავალი დაავადების წინააღმდეგ. ამის შესაბამისი ვარჯიშები თავიდან  აგვაცილებს  უეცარ მტკივნეულ კუნთოვან სპაზმებს.

ჩვენ შეგირჩიეთ რამდენიმე მარტივი ვარჯიში, რომლებიც სულ 10 წუთს წაგართმევთ, სარგებელი კი მრავალწლიანი ექნებათ.

1. დაიწყეთ ხერხემლის სრული მოდუნებით. აიღეთ ტაბურეტი, დაწექით მასზე სახით ქვემოთ, ტაბურეტი უნდა იყოს გულ-მკერდსა და მუცლის ზედა ნაწილს შორის. მოადუნეთ ხელ-ფეხი. სხეულის მთელი წონა ტაბურეტზე რომ გადაიტანოთ, მუცელქვეშ პირსახოცი ამოიდეთ. ასე გაჭიმავთ მკერდისა და წელის მალებს მათი გადატვირთვის გარეშე.

2. ახლა გადადით კისრის გაჭიმვაზე. იწექით ტაბურეტზე სახით ქვემოთ, ხელისგულები იატაკზე დააწყვეთ. ჩაკიდეთ თავი და კისერი მთლიანად მოადუნეთ.

3. 2 წუთის შემდეგ კისრის გაშლა დაიწყეთ. არ შეცვალოთ პოზა, დაჭიმეთ კისრის წინა კუნთები. დასრულებისას პირველ ვარჯიშს დაუბრუნდით.

ხერხემლის სახლის პირობებში გაჭიმვა თავის ტკივილის, ართრიტის, თიაქარისა და ოსტეოპოროზის დავიწყებაში დაგეხმარებათ. ამიტომ დაუყოვნებლივ გაუზიარეთ ეს ვარჯიშები ახლობლებს!