მთავარი ჯანმრთელობა წითელას დამართებამ შეიძლება თქვენი იმუნური სისტემის მახსოვრობა წაშალოს

წითელას დამართებამ შეიძლება თქვენი იმუნური სისტემის მახსოვრობა წაშალოს

by guramus

იმუნური სისტემა ექსტრემალურად ჭკვიანია და იმის ძალა აქვს, რომ დაიმახსოვროს ყველა ის პათოგენი, რომელთანაც კი დაპირისპირება და შეხება მოუწია ცხოვრების მანძილზე, რათა მათი ახლიდან შემოჭრის შემხვევაში სწრაფად და ხარისხიანად გაუმკლავდეს ყველა არასასურველ ორგანიზმს. ვაქცინები ასევე ძალიან ჭკვიანები არიან და მისი იმუნური მეხსიერებიდან იღებენ ძალას, რათა უამრავი დაავადებისგან დაგვიცვან. ვაქცინის გაკეთებაზე უარის თქმა კი საერთოდ არ არის ჭკვიანური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უახლესი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ წითელას შეუძლია კატასტროფული პრობლემების გამოწვევა მთლიანი იმუნური სისტემისათვის.

მკვლევარები თანდათანობით უკვე იწყებენ იმის გარკვევას, თუ როგორი ეფექტი აქვს წითურას ვირუსს ადამიანის ჯანმრთელობაზე იმ პერიოდიდან დიდი ხნის შემდეგ, რაც ვირუსის თავდაპირველი აშკარა ეფექტები გაივლის. იმუნური სისტემის მეხსიერების უჯრედებზე შეტევით, ვირუსი რეალურად შლის ძველი ინფექციების ისტორიას, რითაც მათი ახლიდან გაჩენის შემთხვევაში მთლიან ორგანიზმს ბევრად უფრო სუსტ მდგომარეობაში აგდებს ვირუსებთან ბრძოლისას.

მკვლევარებს იმის შესახებ ეჭვი, რომ წითურას ვირუსი იმუნურ ამნეზიას იწვევდა, მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ცხოველებზე ატარებდნენ კვლევებს და აღმოაჩინეს, რომ ამ ვირუსით დაავადებული ცხოველები მეხსიერების ლიმფოციტების ნაკლებობას უჩივოდნენ. ამის შესახებ უფრო მეტი ლოგიკური ახსნის შესაძლებლობა შარშან გამოქვეყნებულმა სამეცნიერო ნაკვლევმა გააჩინა, რომლის მიხედვითაც დაადგინეს რომ წითურას ვირუსი არამარტო ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებს ედება ინფექციის გავრცელებისას, არამედ პირდაპირ ახდენს გადაადგილებას უახლოესი იმუნური სისტემის უჯრედებისაკენ. ასევე მეორადმა კვლევებმა ჰოლანდიაში ასევე გამოავლინა, რომ წითურათი დაავადებული ბავშვები, რომლებსაც ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული, ასევე განიცდიდნენ მნიშვნელოვან კლებას იმუნური სისტემის მეხსიერების უჯრედებში.

მეცნიერებმა სამწუხაროდ ჯერ არ იციან ის, თუ რამდენი ხანი სჭირდება იმუნურ სისტემას იმისათვის, რომ ამ ამნეზიის შედეგად დაკარგული უჯრედები აღიდგინოს, თუმცა ერთ–ერთმა კვლევამ 2,228 ბავშვის მკურნალობის ისტორიები შეისწავლა და დაადგინა, რომ ის ბავშვები რომლებსაც წითურა ჰქონდათ, 5 წლის შემდეგაც დიდი რისკის ქვეშ იყვნენ იმისა, რომ სხვა ინფექციებით დაავადებულიყვნენ.

იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ წითურა, აღნიშნული კვლევის ობიექტები 43 პროცენტით უფრო ხშირად ეყრებოდნენ სხვა ვირუსით დაავადების პრობლემას წითურას მორჩენიდან 1 თვის შემდეგ, ხოლო 15–დან 24 პროცენტამდე რაოდენობა სპეციალური ანტი–ინფექციური მედიკამენტების ანოტაციასაც კი საჭიროებდა 5 წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვების აცრა წითურას საწინააღმდეგო ვაქცინებით, რადგან იმუნური სისტემის მეხსიერული უჯრედები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის.