მთავარი ჯანმრთელობა საუზმე უმთავრესი მტერია. აი, რატომ უნდა გამოვტოვოთ საუზმე დილაობით

საუზმე უმთავრესი მტერია. აი, რატომ უნდა გამოვტოვოთ საუზმე დილაობით

by Keti

რეკლამებში, სერიალებსა და ფილმებში მუდმივად ვხედავთ ბედნიერ ოჯახებს, რომლებიც ჯანსაღად საუზმობენ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვესმის, თუ როგორი აუცილებელია საუზმე და რომ მის გარეშე ვერ ვიარსებებთ. მართალია ეს? ჩვენ ეჭვი გვეპარება.

დიეტოლოგები და მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ პერიოდული შიმშილის სარგებლიანობაზე. გამოტოვებული საუზმე კი პატარა შიმშილის მოწყობის ერთ-ერთი მეთოდია, რაც საერთოდ არ არის მავნე ორგანიზმისთვის. ძილთან ერთად 12-16 საათი შიმშილი რთულიც კი არ არის.

შიმშილის ასეთი მოკლე პერიოდი გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს. ეს სტრესის ჰორმონია, მაგრამ ის ორგანიზმს ცხიმისა და გლუკოზის მომარაგებაში ეხმარება, რაც ენერგიის წყაროა. როცა ინსულინი და კორტიზოლი ერთად გამომუშავდება (შიმშილის შემდეგ), ცხიმის წვის ეფექტი ნეიტრალიზირდება.

ამიტომ გახდომა უფრო ადვილი ხდება საუზმის გამოტოვების შედეგად:

1. ტვინი უკეთ იმუშავებს

ითვლება, რომ საჭმლის გარეშე კონცენტრირება რთულია, თუმცა ეს ასე არ არის. შიმშილი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს და რეაქციასაც უფრო სწრაფს ხდის. საუზმის გამოტოვებით კი ეს ადვილად მიიღწევა.

2. მარტივდება დიეტაზე ყოფნა

საუმის გამოტოვება გახდომაში გვეხმარება და ასევე ამსუბუქებს დიეტების დაცვას. ეს მათთვისაც აქტუალურია, ვინც კალორიებს ითვლის. თუ გსურთ 2000 კალორიის მიღება ჭამის სამ ჯერზე, მაშინ საუზმის გამოტოვების შემდეგ ერთ ჯერზე მეტის მიღება მოგიწევთ ან დარჩენილ კალორიებს სხვა დროის ინტერვალში სურვილს მიხედვით გადაანაწილებთ

3. ქრება შიმშილის გრძნობა

დილის შიმშილს ჰორმონები იწვევს. შიმშილის ჰორმონი – გრელინი იმ დროს გვატყობინებს, რომ ,,გვშია”, როცა ორგანიზმი მიჩვეულია ჭამას. საუზმის ხშირი გამოტოვების შემდეგ კი შეწყდება შიმშილის ჰორმონის გამოყოფა.

4. ქვეითდება ქოლესტერინის დონე

ქოლესტერინი ჯანმრთელობის მთავარი მტერია. ცხიმიანი საკვები სისხლში ლიპიდების დონეს ამაღლებს, ეს კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. პერიოდული შიმშილი კი ამას აფერხებს, რადგან ცხიმების შეთვისებას კარგად ვეღარ ხდება.

5. შეინარჩუნებთ ახალგაზრდობას

პერიოდული შიმშილი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. საქმე ისაა, რომ ასაკთან ერთად ორგანიზმი ნაკლებად გამოყოფს ზრდის ჰორმონს, ამიტომ სუსტდება კუნთოვანი მასა, ძვლები კი მოწყვლადი ხდება. საუზმეზე უარის თქმა კი ბუნებრივად გამოყოფს ზრდის ჰორმონს, რაც ჯანმრთელობის გარანტიაა.

თუ დილით შიმშილს ვერ შეძლებთ, ეცადეთ ნახშირწყლოვანი საუზმე ცილოვანით ჩაანაცვლოთ. ესეც ეფექტური სვლა იქნება. სასურველია, შიმშილის ,,დარღვევა” სწორედ ცილოვანი საკვებით დაიწყოთ და პირველი კვებიდან 1 საათის შემდეგ ის მიირთვათ, რაც გსურთ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ღირს საუზმის მიღება? გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარებში!