მთავარი ჯანმრთელობა 9 მიზეზი, რის გამოც კარგად გამოძინების შემდეგაც დაღლილად გრძნობთ თავს

9 მიზეზი, რის გამოც კარგად გამოძინების შემდეგაც დაღლილად გრძნობთ თავს

by guramus

ანემია

ანემია ნიშნავს რკინის ნაკლებობას ორგანიზმში. იგი იწვევს ჯანმრთელი წითელი ნაწილაკების სიმცირეს სისხლში. შესაბამისად უჯრედები იფიტებიან ჟანგბადისგან და თქვენ რჩებით დაღლილი და ენერგიისგან გამოფიტული. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მისი აღმოჩენა ექიმის კონსულტაციის გარეშე თითქმის შეუძლებელია, რადგან საკმაოდ ხშირი სიმპტომები ახასიათებს.

ანემიის სხვა სიმპტომებია:

  • სიმძიმე კუნთებში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ღია, მოყვითალო კანი

დიაბეტი

დიაბეტი მაშინ ვლინდება, როდესაც ორგანიზმი ინსულინს არასწორად იყენებს ან არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს. ამ მიზეზით სისხლში შაქრის დონე იზრდება დრამატულად. სერიოზული დაღლილობა დიაბეტის ერთ–ერთი სიმპტომია.

სხვა სიმპტომებია:

  • შიმშილისა და წყურვილის სიმძაფრე
  • მშრალი კანი
  • წონის კლება

ჰიპოთაიროდიზმი

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები იმას ნიშნავს, რომ მასში საკმარისი ჰორმონები არ გამოიყოფა. ამ ჰორმონებს ევალებათ ენერგიისა და ორგანიზმის ფუნქციონირების მართვა. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ცუდად ფუნქციონირებს, ორგანიზმში პროცესები ნელდება, რის გამოც შეიძლება თავი დაღლილად იგრძნოთ.

სხვა სიმპტომებია:

  • წონაში მატება
  • კუნთების სისუსტე
  • დეპრესია

ალცჰეიმერის დაავადება

ახლახანს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დაღლილობა შესაძლოა სწორედ ამ დაავადების სიმპტომიც იყოს. მათ დაადგინეს კავშირი დღის დაღლილობასა და ბეტა–ამილოიდების გამომუშავებას შორის ტვინში. ასეთი გამომუშავების პროცესები ალცჰეიმერის განვითარების კვლევებისას ისწავლება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში დაღლილობის შეგრძნება შესაძლოა ამ დაავადების ადრეული სტადიის მანიშნებელი იყოს.

სხვა სიმპტომები:

  • აპათია
  • მოკლევადიანი მახსოვრობის დაკარგვა
  • გაღიზიანება

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

თუკი ზედმეტ და არაორდინალურ დაღლილობას 3 ან 4 თვის განმავლობაში გრძნობთ, ესეიგი თქვენ შეიძლება ისეთი სახის სინდრომი გქონდეთ, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ასეთი სახის დაღლილობის შეგრძნება საგრძნობლად იზრდება რაიმე ფიზიკური მოქმედეის შემდეგ. ამ ხასიათის მქონე ქრონიკული სინდრომი შეიძლება მას შემდეგ გამოგიმუშავდეთ, რაც რაიმე სახის ვირუსს ან ტრავმატულ გამოცდილებას გადაიტანთ.

სხვა სიმპტომებია:

  • სახსრების ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • თავის ტკივილი და სუსტი კონცენტრაციის უნარი

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების ქონის შემთხვევაში არ არის აუცილებელი თვითონვე მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება და საკუთარ თავს ნაჩქარევად დაუსვათ არასწორი დიაგნოზი, ვარაუდის საფუძველზე. თუკი რომელიმე სახის სერიოზული სიმპტომი ან ძლიერად, ანდაც დიდი სიხშირით გამოგივლინდებათ, კარგი იქნება თუკი ექიმს მიმართავთ კონსულტაციისთვის და მის მიერ დასმული დიაგნოზის საფუძველზე მოახდენთ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაავადების მკურნალობას ან პრევენციის გზების გამოყენებას.