მთავარი ჯანმრთელობა ძილის ეს პოზები დაგეხმარებათ სხვადასხვა სახის ზურგის ტკივილის გაყუჩებაში

ძილის ეს პოზები დაგეხმარებათ სხვადასხვა სახის ზურგის ტკივილის გაყუჩებაში

by guramus

ორგანიზმი უამრავი სახის ძვლისა და ნერვებისგან შედგება, მათი უმრავლესობა კი რათქმაუნდა ყველაზე უფრო სოლიდურად თქვენს ხერხემალს უკავშირდება. სწორედ თქვენი ხერხემლისა და მისი მიმდებარე ნერვული დაბოლოებების ტკივილი აწუხებთ ადამიანებს ყველაზე ხშირად.

ასეთი არეალის ტკივილის მაგალითია როგორც ზურგის ქვედა ტანის ტკივილი, ასევე წელისა და კისრის ტკივილიც კი. საბედნიეროდ, თქვენ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ მსგავის სახის დაჭიმულობა თქვენს კუნთოვან და ნერვულ დაბოლოებებში ლოგინში წოლისას, სწორ პოზაში ძილის წყალობით:

კისრისა და ზურგის ზედა ნაწილის ტკივილი

სურათზე გამოსახულ პოზაში ძილი თანაბრად ანაწილებს თქვენს წონას სხეულის მთლიან ზედაპირზე. ასეთი ხერხით თქვენ ნაკლებ ზეწოლას ახდენთ ისეთ ლოკალურ წერტილებზე, როგორიცაა კისერი და ზურგის ზედა მხარე. ეს ასევე ეხმარება თქვენს ხერხემალსა და ორგანოებს სწორად განლაგებაში. მთავარი ხრიკი ორი ბალიშის დამატებაა, თქვენი კისრისა და მუხლების დასახმარებლად, რათა ნატურალური მოხრის კუთხე შეუნარჩუნოთ თქვენს ხერხემალს.

ხერხემლის ტკივილი

ეს პოზიცია კარგი დამხმარე საშუალებაა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ხშირად სძინავთ მუცელზე და რთულია სხვა ფორმით დაძინება. დაამატეთ ბალიში თქვენი მუცლის და მენჯის ქვეშ. აუცილებლად შეარჩიეთ თხელი ბალიში.

ამის შედეგად, თქვენ შეძლებთ მარტივად დაიძინოთ, რადგან ამ პოზიციაზე მოთავსებული დამხმარე ბალიში მოგაშორებთ ზეწოლას ზურგზე. თუკი ეს შედეგს არ მოგცემთ, სცადეთ თავის ქვეშ ბალიშის ამოდების გარეშე დაძინება იგივე პოზაში.

ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი

როდესაც ცალ მხარეს გადაბრუნებულს გძინავთ, თქვენ საკუთარ ხერხემალს არაბუნებრივ პოზაში მოხრას აიძულებთ, ამით ამატებთ ზედმეტ წონას თქვენს ზურგის ქვედა ნაწილს ასატანად. საუკეთესო გზაა მუხლების ოდნავ მოხრა წინ და მათ შორის ბალიშის ამოდება. ამ გზით თქვენ თავიდან აიცილებთ პრობლემურ ზონაზე ზედმეტი ზეწოლის დატანებას დაეხმარებით ხერხემალს შეინარჩუნოს საკუთარი ბუნებრივი ფორმა თქვენს გაღვიძებამდე.

წელის ტკივილი

თუკი განიცდით ტკივილს წელის არეში, თქვენი ზურგის დაბლითა ნახევრის არეალში, მაშინ შესაძლოა ოდნავ წამოწეულ მდგომარეობაში ძილი თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი გამოდგეს. თქვენ ამ პოზიციაში წოლისას მტკივნეულ არეს გაწელილ მდგომარეობაში ამყოფებთ და მის დაძაბვას აიცილებთ თავიდან.

დაიწყეთ რბილი ბალიშები ზურგისა და კისრის უკან და შექმენით იმ სიმარღლის საყრდენი, რომ თქვენი სხეული გასწორდეს ნატურალური მოხრის ფორმების შესაფერისად. დამატებითი კომფორტისათვის შეგიძლიათ მეტი ბალიში დაიწოთ თქვენი მუხლებისა და ფეხების ქვეშ.