მთავარი ჯანმრთელობა ქალის ჯანმრთელობის პრობლების სიმპტომები, რომლებსაც ხშირად აიგნორებენ

ქალის ჯანმრთელობის პრობლების სიმპტომები, რომლებსაც ხშირად აიგნორებენ

by guramus

გამონაყარი ნიკაპზე

დაახლოებით 2 კვირით ადრე მენსტრუაციამდე, თქვენი ორგანიზმი ზრდის ესტროგენისა სა პროგესტერონის გამოყოფას. ჰორმონების დონეებში ასეთი ცვლილების გამო, თქვენ შეიძლეა გამოცადოთ გამონაყარი თქვენს ნიკაპზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ უნდა გაქრეს. თუმცა, თუკი თქვენ გამუდმებით გაქვთ მუწუკები თქვენს ნიკაპზე ან ყბაზე, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ თქვენი ჰორმონები არასწორი ფორმით გამოიყოფიან ორგანიზმსში და აჯობებს ექიმს მიმართოთ იქამდე, სანამ ძალიან გვიან იქნება.

გრძნობთ ზურგის დაბლითა ნაწილისა და ფეხების ტკივილს

ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი ცნობილი სიმპტომია ქალების ყოველთვიური პერიოდის დროს, ამიტომ ის შეიძლება ნორმალურ რეაქციადაც ჩავთვალოთ. თუმცა, თუკი განიცდით ტკივილს ზურგის ქვედა ნაწილსა და მხრებში მენსტრუაციის პერიოდამდე, მის განმავლობაში და მას შემდეგაც, ასევე კუნთების დაძაბულობას ამ არეებში, თქვენ სავარაუდოდ ენდომეტრიოზი გაქვთ.

ამ სინდრომის სხვა სიმპტომებია გაბუჟება, ჩხვლეტითი სენსაცია და ტკივილი ფეხებში. ასეთი სახის ტკივილი შეიძლება გადაედოს ერთი ფეხიდან მეორეს და უფრო გაუარესდეს პერიოდის წინ.

აღარ გაქვთ ინტერესი თქვენი საყვარელი საჭმელების მიმართ

გრძნობთ თავს ყოველთვის დანაყრებულად და გიძნელდებათ თუნდაც ცოტაოდენი ვახშამის მირთმევაც კი? დაკარგეთ ჭამის სურვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში? ყოველი ასეთი ცვლილება თქვენ დამახასიათებელ კვების ჩვევებში შეიძლება ოვარული კიბოს ნიშნები იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი თან ახლავს მუცლის ღრუში გაჩენილ ტკივილსა და დარღვეულ კუჭის მოქმედებებს.

თქვენ გცვივათ თმა

თმის ცვენა ერთ–ერთი ვიზუალური სიმპტომია ტესტოსტერონის დაბალი დონის არსებობისა თქვენს ორგანიზმში. ეს ჰორმონი გეხმარებათ თქვენი თმის სიჯანსაღის შენარჩუნებაში და მის პროდუქციასაც ეხმარება. ამ ჰორმონის დისბალანსის უეჭველი ნიშანი თქვენს თმაში არსებული ცარიელი ადგილებია, რომელც დროთა განმავლობაში შეიძლეა სიმელოტეში გადაიზარდოს.

ასევე ასეთი ჰორმონალური დარღვევის დროს შეიძლება თქვენი სხეულის თმაზეც გამოვლინდეს მსგავსი სიმპტომები, თუმცა ისინი შეუმჩნეველი დარჩეს, თუკი მაგალითად რეგულარულად იპარსავთ ფეხისა და იღლიების თმას.

ყოველთვის ან ძალიან გცივათ ან ძალიან გცხელათ

თუკი ვერასდროს ახერხებთ იგრძნოთ თავი კომფორტულად ოთახის ტემპერატურის გამო, მაშინ შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსი გქონდეთ. ერთ–ერთი მიზეზი ამისა შესაძლოა თქვენი ესტროგენის დონე იყოს, ეს ჰორმონი ქალური რეპროდუქციის რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. როგორც წესი, მისი დონე თქვენი ცხოვრების განმავლობაში და ასევე მენსტრუალური ციკლის დროსაც იცვლება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება მის გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს თქვენს ორგანიზმში.

ესტროგენის დონეებს გავლენის მოხდენა შეუძლიათ თქვენი სხეულის ტემპერატურაზე. როგორც წესი, დაბალი ესტროგენის დონე იწვევს სიცხის შეგრძნებას და საპირისპიროდ, მაღალი ესტროგენის დონე სიცივის შეგრძნებას გაუფლებთ თქვენს ხელებსა და ფეხებში ყოველთვის.