მთავარი ჯანმრთელობა მეცნიერების აღმოჩენა: მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასვლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

მეცნიერების აღმოჩენა: მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასვლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

by guramus

ჩვენ როგორც წესი მეგობრობას აღვიქვავთ როგორც თანადგომას, სიხარულს, ნდობასა და სასიამოვო კომუნიკაციებს. თუმცა, მეცნიერები მეგობრობას ასევე ჯანმრთელობასთანაც აიგივებენ. გამოკვლევები აჩვენებს რომ მეგობრები გვეხმარებიან სტრესის შემცირებასა და გულის დაავადებების რისკის შემცირებაშიც. ისინი ასევე სტრესის ჰორმონის, კორტისოლის დონესაც ადაბლებენ ნეგატიური სიტუაციების დროს.

მეგობრობა გვეხმარება გავხდეთ უკეთესები და იგი ჩვენი ტკივილის მიმართ ტოლერანტულობის დონესაც ზრდის. რაც უფრო დიდია პიროვნების სოციალური ქსელი, მით უფრო მარტივად შეუძლია მას ტკივილის ატანა. ეს ყველაფერი ერთიანად პოზიტიური ზეგავლენის ჩათვლით იწვევს იმას, რომ მეგობრები ჩვენს ჯანმრთელობასა და უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფენ.

მეცნიერები ასევე ადასტურებენ, რომ მოგზაურობას პოზიტიური გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე. იმასთან ერტად, რომ კარგად ვერთობით და ვისვენებთ, მოგზაურობისას ჩვენ ასევე კოგნიტურ პროცესებსაც ვიუმჯობესებთ. როდესაც ჩვენ აღმოვჩნდებით უცხო ქვეყნის ლოკალური კულტურის ეპიცენტრში, ეს გვეხმარება გავაღვიძოთ გონება და ვიყოთ უფრო კრეატიულები. მოგზაურობის დაგეგმვის პროცესი ასევე გვაბედნიერებს და თვითონ მოგზაურობასაც შეუძლია ჩვენ დაკმაყოფილებასი წვლილის შეტანა.

მოგზაურობა გვეხმარება დეპრესიასთან გამკლავებაშიც. ჩვენ გვეძლევა საშუალება შევიცვალოთ გარემო, დავმშვიდდეთ და გამოვიკვლიოთ ახალი და საინტერესო ასპექტები სრულიად უცხო ქვეყნის. ის ასევე ანახლებს ჩვენს გონებას და ამცირებს სტრესს. აქტივობები მოგზაურობის დროს გვეხმარება შევინარჩუნოთ კარგი ფორმა და თავიდან ავიცილოთ გულის დაავადებების რისკები.

რა მოხდება თუკი ჩვენ შევაერთებთ მეგობრობასა და მოგზაურობას? დიახ ჩვენ ამით მართლაც მივიღებთ ყველა სასარგებლო ასპექტს ერთდროულად და ასევე ორმაგ პოზიტიურ ენერგიას შევმატებთ ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია გვქონდეს დასამახსოვრებელი და სასარგებლო გამოცდილებაც.

ეს გვეხმარება გავაძლიეროთ კავშირი ჩვენს მეგობრებთან და ასევე შევიქმნათ საოცარი მოგონებებიც. ასერომ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასვლა და უცხო გარემოში მოგზაურობა არამარტო კარგი გასართობია, არამედ ეს თქვენც და თქვენი მეგობრების ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვან პოზიტიურ ენერგიას მატებს.