მთავარი ჯანმრთელობა ამ 7 ნიშნით სხეული გატყობინებთ, რომ უბედური ხართ

ამ 7 ნიშნით სხეული გატყობინებთ, რომ უბედური ხართ

by Keti

ბედნიერება მხოლოდ გონების ემოცია არ არის, მას სხეულიც გრძნობს და გამოხატავს თავისი ქიმიური პროცესებით. ჩვენს ორგანიზმში არსებული ჰორმონები ემოციურ ცვლილებებთან ერთად გამომუშავდება, ეს კი ჩვენს გარკვეულ ჩვევებში ან ნიშნებში მჟღავნდება.

გთავაზობთ გაეცნოთ სხეულის იმ სიგნალებს, როცა მასში ბედნიერების დონე დაბალია.

1. ტკბილეულისა და ჩიფსის ჭამა

თუ ორგანიზმი შაქარსა და ჯანქ-ფუდს ითხოვს, შესაძლოა, დაბალი სეროტონინის დონე გაქვთ. ასეთი პროდუქტები კი ამაღლებს ამ ჰორმონს, თქვენი განწყობა მაღლდება, მაგრამ სულ ცოტა ხნით. მერე სხეულს ისევ უნდება არაჯანსაღი საკვების მიღება.

2. წონის მატება

დოფამინის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვევს. როგორც ვახსენეთ, ცუდად ყოფნისას ორგანიზმი ზედმეტ საკვებს ითხოვს. ამ დროს დოფამინის ნაკლებობის კომპენსირება კი საჭმელზე მიძალებით ხდება.

3. მკერდის მგრძნობიარობა

ჩვენი ცუდი განწყობა ჯანმრთელობასაც ეხება, ესტროგენების დაბალი დონე ხშირად მკერდის მაღალ მგრძნობელობას იწვევს. ეს ხშირად მენსტრუალური ციკლის წინ მწვავდება.

4. ემპათიის დაბალი დონე

კვლევებმა აჩვენა კავშირი ემპათიასა და ოქსიტოცინს შორის. ეს ჰორმონი ყველაზე მეტად მოქმედებს ხასიათზე. თუ გიჭირთ ადამიანების მიმართ თანაგანცდის გამოვლენა, ესე იგი, ექსპრესიულ გამოხატვასთან გაქვთ პრობლემა ან ოქსიტოცინის დაბალი დონე გაქვთ სხეულში.

5. თავის ტკივილი

პროგესტერონის ნაკლებობა იწვევს თავის ტკივილს. ეს ჰორმონი ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობისას, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ დროს თქვენი ორგანიზმის გამოვლინებებს.

6. ინსომნია

ინსომნია დაბალი სეროტონინის არსებობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ეს კი განწყობის ცვალებადობასა და ხასიათის ცვლილებაში ვლინდება. ადამიანები რომლებიც მუდმივ სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას განიცდიან, უძილობის პრობლემასთან ყველაზე ახლო დგანან.

7. ტრემორი

ტრემორი ანუ კანკალი დოფამინის ნაკლებობის გამო ჩნდება. ეს უნებლიე მოძრაობები კუნთების შეკუმშვებისგანაა გამოწვეული, ყველაზე ხშირად, ხელებზე იწყება. ხშირად ეს ნევროლოგიური დაავადების მიზეზიცაა.

თქვენ თუ ხართ ბედნიერი? როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ ადამიანებს გავლენა მოახდინონ თავიანთი განწყობების შეცვლაზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!