მთავარი ჯანმრთელობა იოგა ცხიმის დასაწვავად. ამ ვარჯიშების ეფექტურობა ძალიან მაღალია.

იოგა ცხიმის დასაწვავად. ამ ვარჯიშების ეფექტურობა ძალიან მაღალია.

by Keti

იოგის დახმარებით გახდომა მარტივი და სასიამოვნოა. ზაფხული მოვიდა და ამიტომ ფიზიკური დატვირთვებიც უნდა გააძლიეროთ, რათა შემდეგ საკუთარი სხეულის გამოჩენა გეამაყებოდეთ. იოგა ნამდვილ სასწაულებს ახდენს: ელემენტარული ვარჯიშები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ჭიმავს კანს.

კუნთების ტონუსში მოყვანა იოგის დახმარებით საოცრად მარტივია, რადგან ასანის კომპლექტი უზრუნველყოფს ხარისხიან სტატიკურ დატვირთვას ორგანიზმზე. სწორედ ასეთი დატვირთვა ზრდის კუნთებს. ძლიერი კუნთები კი ჰარმონიული ფიგურისა და ბუნებრივად გახდომის საწინდარია.

გასახდომი იოგა

შესრულების წინ დაიზილეთ სახსრები. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას, ის უნდა იყოს თანაბარი და ღრმა. შემდეგი სქემის მიხედვით შეასრულეთ პოზების თანმიმდევრობა, ყოველ პოზაში გაჩერდით თუნდაც 30 წამი.

ეფექტის გასაძლიერებლად ვარჯიში უნდა შეასრულოთ დღეში ორჯერ. თავად კომპლექსი კი – სამჯერ. ადვილი არ არის, მაგრამ შედეგი დიდ სტიმულს მოგცემთ გასაგრძელებლად.

იოგა გაჩექებთ სიამოვნებით გახდომის პროცესს. სწორედ ზომიერი დატვირთვა ეხმარება ორგანიზმს ცხიმის მარაგის გამოყენებაში. ყველა პრობლემური ადგილი – ბარძაყი, ფეხი, მენჯი, თეძო – მომენტალურად ხდება უკეთ, ქრება სისუსტე.

ამტანობა, მოქნილობა, მოძრაობის მკვეთრი კოორდინაცია – ეს არის ის ბონუსები, რომლებიც გექნებათ იოგის საშუალებით გახდომასთან ერთად. სცადეთ იგრძნოთ კონტროლი თქვენს სხეულზე და აღარასდროს მოგინდებათ მისი დაკარგვა.

მოუყევით თქვენს მეგობრებს, თუ როგორ შეიძლება გახდომა ზედმეტი დატვირთვის გარეშე!