მთავარი სილამაზე შეშუპება, ანთება, ნაოჭები – აი, რატომ არის აუცილებელი, ვისწავლოთ ემოციების მართვა

შეშუპება, ანთება, ნაოჭები – აი, რატომ არის აუცილებელი, ვისწავლოთ ემოციების მართვა

by Keti

დაფარული ნეგატიური ემოციები ბევრი ცუდი შედეგის მომტანია. შეშუპება, ანთება, ნაოჭები – ეს მხოლოდ ნაწილია გაბოროტებული ადამიანების ,,მიღწევებიდან”.

ფსიქოლოგმა ლუიზა ჰეიმ ჩაატარა გამოკვლევები და მივიდა არაკეთილსაიმედო დასკვნამდე: ისეთი ნეგატიური ემოციები, როგორიცაა ფარული მრისხანება ან წყენა, არსებითად ვნებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

ადამიანი, რომელიც მალავს ნეგატივებს, იმყოფება საფრთხის ზონაში. მაინც როგორ მოქმედებს ფარული ემოციები ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე?

ლუიზა ჰეი თვლის, რომ ყველა დაავადებას, რომელიც იქმნება ორგანიზმში, ჩვენ თავად ვიზიდავთ ჩვენი აზრებით. მან დაწერა წიგნი ადამიანის ფსიქო-სომატიკის შესახებ.

რეალურად ჯანმრთელი ადამიანი ისაა, ვისი გონებაც სავსეა ნათელი აზრებით. თუკი თქვენი აზრები სავსეა მრისხანებითა და წყენით, სხეულიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

მრისხანების შედეგები ადამიანთა სახეზე აისახება. თუ ბევრი ნაოჭი და ანთებითი დაავადებები გაგიჩნდათ, თუ გაქვთ კანზე გაწითლებული უბნები, ესე იგი, უნდა დაფიქრდეთ, ვინმეზე ხომ არ ბრაზობთ.

შეეცადეთ გაერკვეთ – შესაძლებელია, ეს იყოს ბრაზი მშობლებზე ან საკუთარ თავზე, იპოვეთ წყარო.

აზრების შეცვლასთან ერთად, კანი მაშინვე ვერ განიკურნება, ამიტომ დაგჭირდებათ განსაკუთრებული კანის ნიღაბი.

სახის კანის ნიღაბი საფუარზე

საფუარში ბევრი ვიტამინი, ორგანული მჟავები და ლიპიდებია. 10 გ საფუარი შეურიეთ 1/4 ჭიქა კეფირს ან მაწონს. წაისვით სახეზე 30 წთ. ნიღაბი ღრმად წმენდს კანს, ამცირებს ფორებს. რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ ნაოჭები სწორდება.

შეგიძლიათ ნიღაბი სახის ვარჯიშებსაც შეუთავსოთ. ასეთი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს!

ნაოჭების საწინააღმდეგო ვარჯიშები

1. პირის გარშემო ნაოჭების გასასწორებლად გამოსწიეთ ტუჩები და გასწიეთ მაქსიმალურად მარჯვნივ და მარცხნივ.

2. წარბებსშუა ნაკეცს ასე მოიშორებთ. საჩვენებელი თითები წარბებს მიაჭირეთ და ასწიეთ კანი ზევით და განზე

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!