მთავარი ჯანმრთელობა ლავანდას ლიმონათის რეცეპტი, რომელიც შეგიმსუბუქებთ თავის ტკივილსა და შფოთვას

ლავანდას ლიმონათის რეცეპტი, რომელიც შეგიმსუბუქებთ თავის ტკივილსა და შფოთვას

by Keti

ლავანდა ცნობილია თავისი სამკურნალო უნარებით. ის ასევე დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ლავანდას სასარგებლო თვისებები

ეს არომატული მცენარე გვეხმარება გავუმკლავდეთ შემდეგ პრობლემებს:

  • შფოთვა
  • თმის ცვენა
  • უძილობა

  • დამწვრობის, ჭრილობებისა და ნაკბენების შეხორცება
  • კბილისა და თავის ტკივილი
  • პრემენსტრუალური სინდრომი

ლავანდას მიღება რეკომენდებული არ არის:

  • იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ძილიანობას იწვევს.
  • წნევის დამწევ პრეპარატებთან ერთად.

ბევრი ადამიანი ლავანდას ჩაისავით სვამს, მაგრამ რა გავაკეთოთ სიცხეში, როცა ცხელი სასმელი საერთოდ არ გვინდა?

ლავანდას ლიმონათის რეცეპტი

ეს სასმელი ებრძვის სიცხეს და შველის სხვადასხვა ტკივილს:

ინგრედიენტები

  • 0.5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ. ხმელი ლავანდა
  • 0,5 ჭიქა ლიმონის წვენი

მომზადება

აურიეთ წყალი შაქართან და ლავანდასთან და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ სეროფი რამდენიმე წუთით, სანამ შაქარი ბოლომდე გაიხსნება. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ.

დიდ თასში ჩაასხით ლიმონის წვენი, წყალი და ჩაყარეთ ყინულის კუბიკები.

გადაწურეთ ლავანდას სიროფი საწურით ლიმონის წვენის მასაში.

სასარგებლო და დაუჯერებლად გამამხნევებელი სასმელი მზად არის!

გაუზიარეთ ეს ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებს!