მთავარი ჯანმრთელობა ფსიქოთერაპევტმა აგვიხსნა, რაში მდგომარეობს იმ ადამიანთა თავისებურებანი, რომლებსაც თავის თავთან უყვართ ლაპარაკი

ფსიქოთერაპევტმა აგვიხსნა, რაში მდგომარეობს იმ ადამიანთა თავისებურებანი, რომლებსაც თავის თავთან უყვართ ლაპარაკი

by Keti

როდესაც ადამიანი თავის თავს ელაპარაკება, ეს ფაქტი ხშირად დაცინვის და ხუმრობის საგანი ხდება. ზოგისთვის ასეთი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა ეჭვს იწვევს. თუმცა ფსიქოთერაპევტები ამაში დადებით ნიუანსებსაც ხედავენ. რაშია საქმე?

ჩვენ ვერც კი ვაფიქსირებთ, როდესაც ჩვენ თავთან ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, მაგალითად ეს შეიძლება იყოს კაბის შერჩევა, ან სამსახურის გეგმები, საჭმლის მომზადებისთვის მზადება… ამ სახით ხდება კონცენტრაცია რომელიმე მოქმედებაზე.

დადებითი ეფექტი მიიღწევა, თუკი შინაგანი მონოლოგი ხმამაღლა წარმოითქმის. ეს ადამიანს ეხმარება აზრების ფორმირებაში. ამ სახით ზემოქმედება ხდება ქვეცნობიერზე, ემოციებზე და ქცევაზეც კი.

ფსიქოლოგების აზრით, ამ დროს ადამიანს უყალიბდება ცხოვრების მიმართ დადებითი დამოკიდებულება. სასურველია, დადგეთ სარკის წინ და ხმამაღლა, პირზე ღიმილით მადლიერება გამოუცხადოთ საკუთარ თავს, ახლობლებს, მთელ სამყაროს.

პოზიტიური აზრების პრაქტიკა, რომელიც წარმოითქმის ხმამაღლა, ადამიანს ეხმარება გაუმკლავდეს შიშებს,  ეჭვებს… ხმამაღლა წარმოთქმის შემდეგ რაც გაწუხებდათ, უფრო იოლი ხდება.

გულახდილად გვითხარით, თქვენ თუ გისაუბრიათ თქვენ თავთან, თუნდაც ჩურჩულით ან ნახევარ ხმაში?