მთავარი ჯანმრთელობა პროდუქტების 5 ტიპი, რომლებიც იწვევს ამაზრზენ სუნს პირიდან

პროდუქტების 5 ტიპი, რომლებიც იწვევს ამაზრზენ სუნს პირიდან

by Keti

ყველას თავს ვერ მოვაწონებთ, მაგრამ  გვსურს სხვის თვალში სასიამოვნო ადამიანად გამოვჩნდეთ, განსაკუთრებით თანამოსაუბრეების. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თითოეული ჩვენგანს მოუწევდა იმის შეგრძნება, რომ  მთლად დარწმუნებულები არ ვიყავით ჩვენი ამონასუნთქის სიჯანსაღეში.

რა თქმა უნდა, გამახალისებელ დრაჟეს ან საღეჭ რეზინას შეუძლია სიტუაციის გამოსწორება. მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის შენიღბვაა.

ჯერ უნდა გავერკვიოთ უსიამოვნო სუნის მიზეზებში.

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • ჰიგიენური წესების დაუცველობა
  • მოწევა
  • ალკოჰოლი
  • ღრძილების დაავადებები
  • ნერწყვის არასაკმარისი გამომუშავება
  • სასუნთქი გზების ინფექციები
  • პოსტნაზალური წვეთოვანი სინდრომი
  • ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ქრონიკული გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი
  • გასტრიტი
  • ტონზილიტი და სხვ.

შესაძლოა პირიდან უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს ზოგიერთმა პროდუქტმაც:

1. ცილოვანი საკვები

მათში შემავალი ამინომჟავები მიკროფლორის მოქმედებით გარდაიქმნება გოგირდოვან გაზებად, ისინი კი საკმაოდ არასასიამოვნო სუნისაა.

2. საკმაზიანი და მწარე საკვები

წიწაკა ჩილი და კარი იწვევს საჭმლის მონელების დარღვევას, რასაც თან სდევს უსიამოვნო სუნი.

3. პროდუქტები გოგირდის მაღალი შემცველობით

ამ ჯგუფს მიეკუთვნება ხახვი და ნიორი. მათი მირთმევის შემდეგ კბილის პასტისა და საღეჭი რეზინის გამოყენება პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა. ხახვსა და ნიორში შემავალი თიოსულფიდები გადადის სისხლში და სუნთქვისას გამოიყოფა გარეთ.

4. მჟავე პროდუქტები და სასმელები

ისინი არღვევენ ლორწოვანი გარსების მჟავა-ტუტოვან ბალანსს და კარგ გარემოს ქმნიან მიკროორგანიზმების გასამრავლებლად.

5. ყავა

ეს ყველასთვის საყვარელი სასმელი იწვევს პირის სიმშრალეს და შესაბამისად უსიამოვნო სუნს პირიდან.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც სუნთქვას სასიამოვნოს ხდის. ასეთებია: სუფთა წყალი, ნატურალური იოგურტი, ოხრახუში, მიხაკი, ანისი, ცერეცო.

პირიდან უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  1. კბილები გაიხეხეთ დღეში 2 ჯერ. გამოიყენეთ კბილის ძაფი და გამოსავლები.
  2. გაისუფთავეთ ენის ზედაპირი.
  3. ეწვიეთ სტომატოლოგს წელიწადში 2 ჯერ მაინც.
  4. უარი თქვით თამბაქოზე.
  5. სვით მეტი სუფთა წყალი.
  6. ყურადღება მიაქციეთ, რას მიირთმევთ.

პირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზების დადგენა შეუძლია დანტისტს. ამიტომ არ დაიზაროთ მასთან პერიოდული ვიზიტები.

გაუზიარეთ სასარგებლი სტატია მეგობრებს!