მთავარი ჯანმრთელობა 6 მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანმრთელი ფრჩხილების შესახებ

6 მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანმრთელი ფრჩხილების შესახებ

by Keti

ბევრ ქალს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მანიკუირის გარეშე, მაგრამ როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სპეციალისტი უამრავ ახალ სალონში? ჩვენ გეტყვით, რა უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტმა და გაგიზიარებთ 6 საიდუმლოს ამის შესახებ!

1. არ უნდა მოაშორონ ეპიდერმისი

ეპიდერმისის მოშორება აზიანებს ფრჩხილს, ის იცავს ფრჩხილს ბაქტერიებისგან და ინფექციებისგან. სპეციალისტს მოსთხოვეთ მოგაშოროთ მხოლოდ ძველი კანი და გამხმარი ეპიდერმისის ნაწილი.

2. არ უნდა გამოიყენონ არასტერილური ინსტრუმენტები

არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც წესიერად არ ასუფთავებენ ინსტრუმენტებს. დააკვირდით, იბანს თუ არა სპეციალისტი ხელებს, სანამ მოგემსახურებათ, ჰკითხეთ აქვს თუ არა მას სერთიფიკატი და სადეზინფექციო საშუალებები. თუ სალონს ხშირად სტუმრობთ, პირადი ინსტრუმენტები შეიძინეთ და ისინი ატარეთ.

3. არ უნდა მოახდინონ ზრუნვის იმიტირება

ბევრ სპეციალისტს პრობლემის შენიღბვა უნდა, მაგალითად ხანდაზმულ ქალებს მკურნალობის ნაცვლად ხელოვნურ ფრჩხილებს ადებენ და ამით ფარავენ პრობლემას. მკურნალობა კი ექიმთან არის რეკომენდებული.

4. გულგრილად არ უნდა მოგაშორონ ფრჩხილების ლაქი

ბევრი სპეციალისტი ცუდად აშორებს ძველ ლაქს, ამის გამო ფრჩხილი შრება და მტვრევადი ხდება. კარგი სპეციალისტი ამ დროს იყენებს დამატენიანებელ საშუალებას.

5. არაპროფესიულად არ უნდა მოგაშორონ კოჟრები

ზოგი კლიენტი მათ მოშორებას ითხოვს, ფულის მოყვარული სპეციალისტი კი უარს არ ამბობს. მაგრამ ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება. თუ სალონის თანამშრომელს არ აქვს სამედიცინო მოწმობა, არის ალბათობა, რომ საქმე ინფექციის სახით გართულდეს. ამ პროცედურისთვის მიმართეთ კლინიკას.

6. არ უნდა უმკურნალონ ჩაზრდილ ფრჩხილებს

ჩაზრდილი ფრჩხილიც სამედიცინო პრობლემაა, რომელსაც პედიკურის სპეციალისტი ვერ გაუმკლავდება. უნდა მიმართოთ ექიმს, რათა საქმე არ გართულდეს.

ამ 6 ფაქტის ცოდნით შეიარაღებულს შეგეძლებათ ბევრი შეკითხვა დაუსვათ სპეციალისტს და მოსთხოვოთ მას ლიცენზია. ამით დაიცავთ ფრჩხილების და ზოგადად ჯანმრთელობას.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!