მთავარი ჯანმრთელობა 7 ნიშანი იმისა, რომ ზედმეტად ბევრ მარილს მიირთმევთ

7 ნიშანი იმისა, რომ ზედმეტად ბევრ მარილს მიირთმევთ

by Keti

ახალი დიეტული რეკომენდაციების მიხედვით დღეში ყველაზე ცოტა 2,300 მლ მარილის მიღებაა რეკომენდებული. ბევრი მარილი იწვევს ჰიპერნატრიემიას (სისხლში ნატრიუმის მომატებული რაოდენობა) და ჯანმრთელობის სხვა სერიოზულ პრობლემებს.

ჩვენ შევაგროვეთ მარილის ზედოზირებისგან გამოწვეული მთავარი სიმპტომები.

დასიება 

ეს შესაძლოა იმის ნიშანია, რომ სხეული ზედმეტად ბევრ წყალს იკავებს შიგნით, რაც მარილების ,,დამსახურებაა.”

მეტისმეტი წყურვილი

მარილის სიჭარბისგან გამოწვეულ რეაქციებს ორგანიზმი თავდაცვით არეგულირებს. ერთ-ერთი რეაგირება არის წყურვილი, სხეულს სურს წყლის საშუალებით გაანეიტრალოს მარილის დიდი რაოდენობა.

შეცვლილი შარდი

ამ დროს შარდვა ხდება უფრო ხშირი, მისი ფერი კი მუქი ყვითელია. ეს დეჰიდრატაციის მანიშნებელია.

ძვლების ტკივილი

სუსტი ძვლები, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, ოსტეოპოროზის განვითარების რისკი… ეს ყველაფერი ახლავს მარილის დიდი რაოდენობით მიღებას.

კრუნჩხვები

კუნთების ,,გაკვანძვა”, დაბუჟება ან კრუნჩხვაც ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ორგანიზმს მარილებისგან დაცლა სურს.

მუდმივი თავის ტკივილი

მარილის დიდი რაოდენობა იწვევს ჰიპერტენზიას, ამ დროს თავის ტვინში სისხლის მაღალი წნევაა, რაც იწვევს ტკივილს.

კოგნიტური პრობლემები

მარილი აზიანებს ტვინისკენ მიმავალ არტერიებს, შედეგად უარესდება მეხსიერება, ადამიანს აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და სუსტდება რეაქციებიც.

რეკომენდაცია: თუ ამ პრობლემებისგან გათავისუფლება გსურთ, უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტზე, ფასტ-ფუდზე, რესტორნის საკვებზე. მარილის ჩანაცვლება შეგიძლიათ ლიმონის წვენით ან ძმრით. სვით რაც შეიძლება მეტი წყალი დღის განმავლობაში!

თქვენ რა რაოდენობის მარილს იღებთ დღეში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებებიც კომენტარებში.