სილვესტერ სტალონემ 2 კუ წაიყვანა სახლში “როკის” გადაღებებიდან. ისინი ახლა მინიმუმ 45 წლის არიან.
გავრცელებული ინფრომაციით კრის პრატმა გადაღებებიდან მისი სტარლორდის კოსტიუმი წაიღო, რათა საავადმყოფოში ცუდად მყოფ ბავშვებთან სტუმრობისას მათთვის მისი ჩაცმის საშუალება მიეცა.
ზოგიერთი დეკორაცია ფილმში “ყველაფრის თეორია” რეალური რელიქვია იყო, რომელიც სტივენ ჰოუკინგმა გაიღო ქველმოქმედების სახით: მაგალითად მისი მედალი და ხელმოწერილი თეზისი.
NASA ფილმ არმაგედონს ანახებს წევრებს ვარჯიშისას. მათი დავალებაა იპოვონ რაც შეიძლება მეტი შეცდომა ფილმში.
კატა ნათლიის ორიგინალი წევრი არ ყოფილა, თუმცა იგი სცენარში მას შემდეგ დაემატა, რაც გადასაღებ მოედანზე დაუკითხავად მოხვდა. მარლონ ბრანდოს დიალოგის დიდი ნაწილის დუბლირება გახდა საჭირო, რადგან მას კატის კრუსუნი ფარავდა.
მაშინ როდესაც ფილმი “ელისაბედი: ოქროს ხანა” გადაღებების საწყის ეტაპზე იყო, წმინდა პოლის კათედრალის გარემონტება იყო საჭირო, რის გამოც ამ საქმეზე მომუშავე მუშებმა სასცენო ფორმები მოირგეს და ასე ითამაშეს ფილმშიც ტაძრის რემონტზე მომუშავე პირების როლები.
რეჟისორის თქმით რიჩარდ გირის მიერ ჯულია რობერტსის შეშინება ყუთში თითების მოყოლების ხუმრობით მხოლოდ სასაცილო ხრიკად იყო ჩაფიქრებული და ფილმში არშესული კადრების მონტაჟისათვის იყო გათვლილი, თუმცა იგი საბოლოოდ ფილმში დარჩა.
სიმინდის პლანტაციების სცენების გადასაღებად ფილმის ავტორებს 500 ჰექტარზე სიმინდის გაშენება მოუწიათ, რაც შემდეგ მომგებიანად გაყიდეს.
ხმები, რომლებსაც ველოსირაპტორები გამოსცემენ იურულ პარკში, რეალურად კუს ხმებია.
ვილ სმიტს იმდენად შეუყვარდა მისი მეწყვილე ძაღლი ები ფილმში “მე ლეგენდა” რომ მისი აყვანაც კი სურდა თუმცა ძაღლის აღმზრდელმა მწვრთნელმა მისი დათმობა არ მოისურვა.
განსხვავებული ფერის მქონე ცხენი ფილმში “ოზის ჯადოქარი” ჟელატინით იქნა შეღებილი, რის გამოც სცენების გადაღება სწრაფად მიმდინარეობდა რადგან ცხენები მის ალოკვას ცდილობდნენ.
რეჟისორმა დენი ბოილმა ფული დააბანდა ანგარიშზე რათა ის მაშინ გადაუხადონ ფილმი “მილიონერი ღარიბთა უბნიდან”-ის 3 მთავარ გმირ ბავშვს, როდესაც ისინი 16 წელს მიაღწევენ. მან ასევე ტაქსის მძღოლი დაიქირავა, რათა ეს ბავშვი მსახიობები სკოლაში ატარონ მანამ, სანამ 16 წლის არ გახდებიან.
ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა ვივიენმა პატარა ავრორას როლი ფილმში “მალეფისენტი” მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ერთადერთი ბავშვი მსახიობი აღმოჩნდა, რომელსაც კოსტიუმში გამოწყობილი ანჯელინა ჯოლის ნახვის არ ეშინოდა.
რამდენიმე ცნობილმა მოდის დიზაინერმა საკუთარი აქსესუარებისა და სამოსის გამოყენების უფლება მისცა ფილმის “ეშმაკს ატარებს პრადას” გადამღებ ჯგუფს. გადაღებების შემდეგ, მერილ სტრიპმა მისი გარდერობის შემადგენლობა საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა.