მთავარი სილამაზე როგორ დავუბრუნოთ თმას ძალა და ბზინვარება

როგორ დავუბრუნოთ თმას ძალა და ბზინვარება

by Keti

გრძელთმიანი ქალების უმრავლესობა ზოგჯერ დაფიქრებულა, რამდენად ხშირად უნდა დაიბანონ თავი. თმა ერთმანეთისგან განსხვავდება და მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა დაგეხმარებათ პასუხის პოვნაში.

სხვადასხვა აზრი არსებობს თმის დაბანის სიხშირეზე. განვიხილოთ ვარიანტები

ვინ უნდა დაიბანოს თავი ყოველდღე

1. მათ ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. თუ თავი მუდმივად ჭუჭყიანი გეჩვენებათ, არ დაიტანჯოთ და დაიბანეთ თმა ყოველდღე.

2. თუ ყოველდღე სპორტით კავდებით. არავის მოუნდება ოფლისგან დაბინძურებული თმით სიარული.

3. მოკლე ურჩი თმა. გოგონების დიდ ნაწილს ასეთი თმა დაბანის შემდეგ ნორმალურად უდგებათ. ასეთ დროს ყოველდღე დაიბანეთ თმა.

4. ზაფხულის სიცხე. ზოგჯერ ერთი ცხელი დღის შემდეგ თმა საშინლად გამოიყურება.

რჩევა: თუ თავს ხშირად იბანთ, შეარჩიეთ დამზოგავი მოვლა – რბილი, ნატურალური შამპუნი და ხარისხიანი კონდიციონერი. არ გაიშროთ თმა ფენით ყოველდღე.

5. ზოგი ამბობს, რომ თმა ,,ცხიმიანობას” უნდა გადააჩვიო, თუმცა ეს მეთოდი ყველას არ უხდება, ზოგს კი შეუძლია თმა უფრო იშვიათად დაიბანოს.

ასეთი მეთოდი მოუხდება თმას, რომელიც თავიდან მშრალი იყო, თუმცა ხშირი ბანვის შემდეგ კანმა მეტი ცხიმის გამოყოფა დაიწყო.

თუ თმა ცხიმიანი გაქვთ, იშვიათად დაბანის მეთოდი არ გამოგადგებათ, რადგან მუდმივად ჭუჭყიანი თავი გექნებათ.

საჭიროა თუ არა თავის ყოველდღე დაბანა ნორმალური ტიპის თმის მქონე ადამიანებისთვის? თავი დაიბანეთ მისი გაჭუჭყიანების ხარისხის მიხედვით.

დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარი სილამაზის შეგრძნება დამოკიდებულია საკუთარ თავში დარწმუნებულობაზე. თუ გრძნობთ, რომ რაიმეს შეცვლით უკეთესობისკენ, აუცილებლად გადადგით ნაბიჯი. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ გაუმჯობესებისკენ მიმავალ გზაზეც უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.