მთავარი ჯანმრთელობა შაკირას დიეტა ეფექტურად გახდომის მსურველთათვის: ორ კვირაში ყველაზე მიმზიდველი ქალი ხარ.

შაკირას დიეტა ეფექტურად გახდომის მსურველთათვის: ორ კვირაში ყველაზე მიმზიდველი ქალი ხარ.

by Keti

შაკირას გამოჩენა სცენაზე ყველას ატყვევებს. ფანები აღტაცებულნი არიან მისი არამარტო ხმით, არამედ გარეგნობითაც. ეს კოლუმბიელი ლამაზმანი 42 წლისაა! მისი ასეთი აღნაგობის მთავარი მიზეზი განსაკუთრებული კვების რეჟიმია.

მშობიარობების შემდეგ ფორმის აღსადგენად შაკირა იკვებებოდა პატარა პორციებით ყოველ 2-3 საათში ერთხელ (სულ 200-250 კკალ). მისი რაციონი გაჯერებული იყო ცილებითა და უჯრედისით, რკინითა და კალციუმით. ის ყველა კერძს ამზადებდა ორთქლზე ან გრილზე.

ბავშვობის კომპლექსები

აი, ასე გამოიყურება მომღერალი დღეს. თუმცა, ბავშვობაში მას აწუხებდა სქელი ბარძაყები. შემდეგ ცეკვების წყალობით მან ”გამოძერწა” თავისი სხეული.

როგორც ჭეშმარიტი ლათინოამერიკელი, შაკირა აღმერთებს ხორცეულს და მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტებს. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ მან ჩვევები შეიცვალა. კვების სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებით მიღწეული შედეგი შაკირას საშუალებას აძლევს რჩევები სხვებსაც მისცეს.

  1. განსაზღვრეთ თქვენი ოქროს შუალედი: არც იშიმშილოთ და არც ბევრი მიირთვათ.
  2. დალიეთ თბილი ლიმონიანი წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  3. ისაუზმეთ ყოველთვის.
  4. როცა დიეტაზე არ იქნებით, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოაწყეთ.
  5. მიირთვით ყველაფერი, მაგრამ ზომიერად.

შაკირას 2 კვირიანი დიეტა

საუზმე: ფორთოხლის ან გრეიფრუტის წვენი, ნესვის ნაჭერი, ტოსტი უცხიმო ხაჭოთი, რძიანი ჩაი.

ხემსი: 2 კივი და ატამი, 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი.

სადილი: ზეითუნის ზეთმოსხმული ბოსტნეულის სალათა პომიდორისა და ისპანახისგან, სპაგეტი ბოსტნეულით გრილზე, ხილის სალათა.

ხემსი: ნატურალური იოგურტი ან ტომატის წვენი უცხიმო ყველთან ერთად.

ვახშამი: ბოსტნეულის სუპი, ოსპი ბროკოლითა და პომიდვრით, ხილის სალათა.

აკრძალულია ყავა, ალკოჰოლი და ტკბილეული, კვების ეს რეჟიმი სწორი და შედეგის მომტანია. დაუთმეთ დრო ფიზიკურ ვარჯიშებსაც დღეში 30 წუთი მაინც.

თქვენ როგორი წესი გაქვთ კვებაში? არ დაგავიწყდეთ ამ დიეტის მეგობრებისთვის გაზიარება!