მთავარი ჯანმრთელობა მარწყვი ყველასთვის სასარგებლო არ არის. არ გარისკოთ საკუთარი ჯანმრთელობა!

მარწყვი ყველასთვის სასარგებლო არ არის. არ გარისკოთ საკუთარი ჯანმრთელობა!

by Keti

გაზაფხულ-ზაფხული მარწყვთან ასოცირდება. მას განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს. ბევრი მზად არის კილოგრამობით მიირთვას ეს სურნელოვანი კენკრა, რადგან მარწყვი სასარგებლო და გემრიელია. თუმცა მას უკუჩვენებებიც აქვს, რომელთა შესახებაც უნდა გახსოვდეთ.

მარწყვის სარგებლობა

მარწყვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, პოლიფენოლებს, კალიუმს, ის აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკს.

მარწყვის უჯრედისი დადებითად მოქმედებს შეკრულობის მინიმიზაციაზე, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

ფოლიუმის მჟავის გამო მარწყვი ორსულებისთვისაც სასარგებლოა. ის ამაგრებს ძვლებს, უხდება მხედველობას და მეხსიერებას.

ვისთვის არის მარწყვი მავნე

მრავალ დადებითთან ერთად მარწყვი ეკოლოგიურ რეიტინგში ,,ბინძური 12”ის პირველ ადგილზეა, მასში პესტიციდების არსებობის გამო. მარწყვი მიმზიდველია მწერებისთვის, ფრინველებისთვის, მღრღნელებისთვის, ამიტომ მათთან საბრძოლველად პესტიციდებს იყენებენ.

მარწყვი ფრთხილად უნდა მიიღონ მათ, ვინც ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას იტარებს, რადგან მარწყვი გააძლიერებს წნევის დამაქვეითებელი ტაბლეტების მოქმედებას. მარწყვის მიღება არ შეიძლება გასტრიტისა და კუჭის წყლულის, თირკმლების დაავადებების დროს.

მარწყვი აკრძალულია ჩვილებისთვის და მეძუძურებისთვის, რადგან კენკრა საკმაოდ ძლიერი ალერგენია.

კვების პროდუქტების გონივრული შერჩევისას შეიძლება მათგან სასარგებლო ნივთიერებები მივიღოთ, თან ისე, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ. მიიღეთ სეზონური ვიტამინები და იყავით ჯანმრთელები!