მთავარი ფილმები 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა უყუროთ აუცილებლად “ჩერნობილს”

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა უყუროთ აუცილებლად “ჩერნობილს”

by guramus
კავშირი რეალურ ისტორიასთან

Photo: Chernobyl

ჩერნობილის მინისერიალი 5 ეპიზოდისგან შედგება და თითოეული მათგანი 1 საათიანია. სცენარი მოგვითხრობს შემთხვევაზე, რომელიც ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე საშინელ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცა. დღემდე უცნობია, თუ რეალურად რა მოხდა ჩერნობილის ატომურ სადგურში 1986 წლის 26 აპრილს. სერიალში მოვლენების ქრონოლოგია აღდგენილია, თუმცა სრული სიზუსტით მთელი ღამის ამბების გადმოცემა არავის შეუძლია.

სერიალის ავტორებმა დიდი დრო დახარჯეს რეალური ფაქტების შესწავლაზე. ისინი ძირითადად ფოკუსირებული იყვნენ ადამიანების ისტორიებზე, რათა ზუსტათ წარმოეჩინათ ის, თუ როგორ იმოქმედა ამ ტრაგედიამ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაზე.

რეჟისორისა და სცენარისტის მიერ გაწეული დიდი შრომა

იოჰან რენცკი ძალიან გამოცდილი რეჟისორია. მას ისეთ პროექტებზე აქვს ნამუშევარი, როგორიცაა Breaking BadThe Walking Dead და Vikings. ჩერნობილის შემთხვევაში იგი ძირითადად რეალისტური გადასაღები მოედნის შექმნაზე იყო კონცენტრირებული. მას სურდა ხალხ ეგრძნო ატმოსფეროს რეალურობა.

სცენარისტი კრეიგ მაზინ დიდი ხანი აგროვებდა საჭირო ინფორმაციას კატასტროფის შესახებ. მან ამ ისტორიის შესწავლა 2014 წელს დაიწყო, იყენებდა დოკუმენტურ მასალებს, წიგნებს თვითმხილველების მიერ მონაყოლ ამბებზე და სამთავრობო ნაწერებს. მაზინი ესაუბრა ატომური სფეროს მეცნიერებს, რათა გაეგო როგორ მუშაობს რეალურად ატომური სადგური და ესაუბრა ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებსაც, რათა ოთხმოციანების კულტურის შესახებ მეტი რამ გაეგო.

მსახიობები

მსახიობების შემთხვევაში მაზინს დიდი დროის დახარჯვა არ დასჭირვებია საჭირო კადრების საპოვნელად. მან საკუთარი თავი ისეთ სიტუაციაში აღმოაჩინა, რომელში ყოფნაზეც ნებისმიერი სცენარისტი ოცნებობს: ყველა მსახიობმა, რომელსაც კი იგი მოიაზრებდა ჩერნობილის როლებზე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა თანხმობა ამ პროექტში მონაწილეობაზე.

ჯარედ ჰარისი, სტელლან სკარსგარდი, ემილი ვატსონი და დეივიდ დენჩიკი მართლაც იდეალური გუნდის წევრებად ჩამოყალიბდნენ და საოცრად გაართვეს თავი ამ უდიდესი ტრაგედიის ისეთი მთავარი გმირების განსახიერებას, როგორებიც იყვნენ მიხაილ გორბაჩოვი, ბორის შერბინა და ვალერი ლეგასოვი.

მუსიკა

მუსიკალური აკომპანიმენტი ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც ხალხს სჯერა იმის, რასაც ეკრანზე ხედავს. უნიკალური მუსიკის შესაქმნელად, კომპოზიტორი ჰილდურ გუდნადოტირი მიტოვებულ ატომურ სადგურს ესტუმრა. იქ მან უნიკალური ხმები ჩაიწერა სადგურის სხვადასხვა წერტილში. სტუდიაში დაბრუნების შემდეგ გუნდმა საათების განმავლობაში უსმინა ჩაწერილ ხმებს და სწორედ მათი გამოყენებითაა შექმნილი სერიალის საუნდტრეკების ძირითადი ნაწილი.

ავთენტური გარემო

კრეიგ მაზინის თქმით, სერიალის ავტორები შეპყრობილნი იყვნენ რაც შეიძლება რეალისტური ატმოსფეროს შექმნის იდეით. სცენების უმრავლესობა ლატვიაშია გადაღებული. იგნალინას ატომური სადგური, რომელიც 10 წლის წინ დაიკეტა, თითქმის 100 პროცენტით იდენტურია ჩერნობილში არსებული სადგურის. გუნდის წევრებმა შეძლეს ეპოვათ ისეთი ადგილები ბუნებაში ვილნიუსის მიდამოებთან, რომელიც პრიპიატის გარემოს ძალიან გავდა.