მთავარი ჯანმრთელობა მეცნიერები ხსნიან, თუ როგორ გვეხმარება გაბრაზება წონის მომატებაში

მეცნიერები ხსნიან, თუ როგორ გვეხმარება გაბრაზება წონის მომატებაში

by Keti

გაბრაზება მხოლოდ ყვირილი და ცუდ ხასიათზე ყოფნა არ არის, არსებობს 3 ტიპის ბრაზი და ყოველ მათგანს თავისი სიმპტომები აქვს, მაგალითად, თვითდადანაშაულება, სარისკო ქცევა, ტირილი და ბევრი სხვა. ბრაზი არ არის მარტივი მოვლენა, მისი ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი კი წონაში მატებაა.

დროდადრო ყველა ვბრაზდებით, მაგრამ ეს თუ ძალიან ხშირად ხდება, უკვე წონაზეც აისახება. ჩვენ გეტყვით, რატომ არის სასურველი ბრაზის მართვა.

ყველაფერი ადრენალინის იწყება

სიბრაზე ეხება ემოციებსაც და ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსაც. როცა ვბრაზდებით, ადრენალინი გამოიყოფა და საბრძოლველად გვამზადებს, გვააქტიურებს და გვიზრდის შფოთვას.

შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გამო, გაბრაზების დროს შიმშილის გრძნობა უცხოა, თუმცა ეს ხანმოკლე ვადით ხდება.

როცა ადრენალინის დონე მცირდება, ჩვენ დაკარგული ენერგიის აღდგენას ვსაჭიროებთ, რაზეც პირველად საჭმელი გვახსენდება. ამ დროს ჭამის პროცესი გაუაზრებელია, შესაძლებელია მავნე რამ ვჭამოთ, რათა თავი კომფორტულად ვიგრძნოთ.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ

ეცადეთ სტრესის დროს არ ჭამოთ ან მალე შეწყვიტოთ კვება. ან თვალსაჩინო ადგილას მხოლოდ ჯანსაღი საკვები დადეთ.

ჩვენი შფოთვა სტრესის მიზეზია

შფოთვა ზრდის სტრესს, ამ დროს იზრდება ჰორმონ კორტიზოლის დონე. ეს ჰორმონი სისხლში არსებულ შაქარს ცხიმად გადააქცევს და აფერხებს საჭმლის მონელებას. ამ ფაქტს კი წონის მატებისკენ მივყავართ.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ

ნეგატიური ემოციუები ფიზიკური დატვირთვით განდევნეთ. დაიწყეთ ვარჯიში ან გაისეირნეთ პარკში. ეს თავს მოუყრის თქვენს ფიქრებს და დაგამშვიდებთ.

ვკარგავთ მადაზე კონტროლს

სტრესი იწვევს ძილის პრობლემებს, არასაკმარისი ძილი კი უენერგიობის წინაპირობაა, რასაც ჩვენ ნახშირწყლებით ვივსებთ – ტკბილი სასმელებით, ნამცხვრებითა და სხვა არაჯანსაღი საკვებით.

ასეთ დროს ძალიან რთულია თავის გაკონტროლება, რადგან ძილის ნაკლებობა არღვევს მადის მაკონტროლებელი ჰორმონების მუშაობას.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ

იპოვეთ მშვიდი ადგილი, საქმიანობა. ეს შეიძლება იყოს კითხვა, მეგობრებთან შეხვედრა, საყვარელი საქმეების კეთება ან რაიმე სხვა, რასაც სიამოვნება და სიმშვიდე მოაქვს.

რამდენად ხშირად ხართ გაბრაზებული? წონის აკრეფის სხვა რომელ ხელშემწყობებს იცნობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულებებიც!