მთავარი ჯანმრთელობა ეს 9 მარტივი ლაიფჰაკი ცხოვრებას ბევრად შეგიმსუბუქებთ

ეს 9 მარტივი ლაიფჰაკი ცხოვრებას ბევრად შეგიმსუბუქებთ

by Keti

თანამედროვე რეალობა გვაიძულებს ციყვივით ბორბალში ვირბინოთ. შედეგად, ცუდად ვიკვებებით, ვივიწყებთ მოვლენებს და ვგრძნობთ მუდმივ დაღლილობას. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყოველდღიურობის შემსუბუქებას. ეს 9 ლაიფჰაკი გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.

1. ჩამოაყალიბეთ პრიორიტეტები 1 კვირით ადრე

საქმეების სტანდარტულ სიას დაუმატეთ პრიორიტეტული ამოცანები. მაგალითად, 5 უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელთა გადადებაც არ გამოვა.

2. დაადგინეთ განსაზღვრული დრო ფოსტის შესამოწმებლად და დაიცავით ის

როცა მობილურზე შეტყობინება მოგვდის, მაშინვე გვსურს მისი ნახვა, ეს კი დროს გვართმევს მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად ფოსტა ერთსა და იმავე დროს შეამოწმეთ ხოლმე, მაგალითად, დილაობით ან დღეში 3ჯერ.

3. დაიწყეთ დღე რაღაც მარტივიდან

ხშირად ამბობენ, რომ დღე რთული საქმით უნდა დავიწყოთ, მაგრამ ბევრთან ეს არ ამართლებს. სჯობს, დასაქოქად რაიმე მარტივი საქმე აარჩიოთ და შემდეგ შეეჭიდოთ რთულს.

4. ისწავლეთ საჭმლის მომზადება წინასწარ

წინასწარ შეგროვილი და თან წაღებული საკვები დაგიზოგავთ დროსა და ფულს, ასევე გააკონტროლებთ თქვენს კვებას.

5. თან ატარეთ სასარგებლო და ნოყიერი ხემსი

როცა უცებ მოგინდებათ წახემსება, გაცილებით იოლია ჩანთიდან ბანანის ან თხილეულის პაკეტის ამოღება, ვიდრე საჭმლის გარეთ ძიება.

6. არ გაჭიმოთ სახლის დალაგება

არავის მოსწონს სახლის დალაგება, ამიტომ არც უნდა გაჭიმოთ ეს პროცესი. ექსპერტი მელისა ნეიკერი გვირჩევს, დალაგება 3 სტადიად დავყოთ: 1. ნაგვის გადაყრა და ნივთების ადგილზე დალაგება; 2. მტვრის დაწმენდა და დეზინფექცია, ავეჯის გაპრიალება; 3. იატაკის მორეცხვა.

7. ,,გაასუფთავეთ” თქვენი ცხოვრება

შესაძლოა გამოთქმა – ,,გადაყარეთ ყველაფერი, რითიც აღარ სარგებლობთ” – შაბლონურია, მაგრამ ეს მუშაობს. ეს მხოლოდ ნივთებსაც არ ეხება. თუ შეამჩნევთ, რომ რაიმე აღარ გაწყობთ (ძველი ჰობი, ნაცნობები…) გათავისუფლდით მათგან.

8. ტანსაცმელი გასვლამდე ადრე მოამზადეთ

დილით ტანსაცმელი კარგად შეარჩიეთ და დააუთოვეთ, ჩანთა ჩაილაგეთ, საკვები კი კონტეინერებში მოათავსეთ. ასე შეძლებთ უფრო დიდხანს იძინოთ დილისთვის და ნაკლებად იფაციფუცებთ გაღვიძებულზე.

9. დაიტოვეთ საკმარისი თავისუფალი დრო

თუ მუდმივად სადღაც ჩქარობთ, თქვენი ტვინი კანონიერ დასვენებას ითხოვს. საკმარისია სახლამდე ფეხით გასეირნება და ტელეფონის შენახვა, ეს უკვე დაგეხმარებათ დღის დამღლელი რეჟიმისგან დაისვენოთ.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს!