მთავარი ჯანმრთელობა აი რატომ იმატებენ წონაში ისინი, ვისაც ნაკლები სძინავს

აი რატომ იმატებენ წონაში ისინი, ვისაც ნაკლები სძინავს

by Keti

თუ ბოლო 2 კვირაში ცოტათი მოიმატეთ, შეამოწმეთ ძილის ჩვევები. ცუდი ძილი თქვენს შემდგომ დღეზე ბევრნაირად იმოქმედებს. 2016 წლის კვლევით ნაკლები ძილი წონის მატებას უწყობს ხელს.

გთავაზობთ საკმარის მიზეზებს იმისთვის, რომ ძილის მოწესრიგება დაიწყოთ.

თუ რეკომენდირებულზე ნაკლები გძინავთ, ეს მეორე დღით შეამცირებს თქვენს პროდუქტიულობას. ამ დროს უფრო მერყევი ხდებით, უფრო გაღიზიანებადი და დიდი შანსია ეს კვებაშიც გამოვლინდეს. ამსტერდამის უნივერსიტეტის 2016 წლის კვლევებით დასტურდება, რომ ნაკლები ძილი მეორე დღეს მიღებულ მეტ კალორიას უდრის.

კვლევებში მონაწილეობა 172მა მონაწილემ მიიღო, მათგან ზოგს 2 კვირა ძილის უკმარისობის პრობლემა ჰქონდათ. ამის შემდეგ მონაწილეთა მიღებული კალორიები დაითვალეს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მათ ვისაც ძილი დააკლდა 385 კალორიით მეტი ჰქონდათ მიღებული.

მონაწილეებმა ასევე განსხვავებული საკვები შეარჩიეს, ვისაც ცუდად ეძინა მათ ცხიმიან კერძებს მიანიჭეს უპირატესობა, ასევე არაჯანსაღ პროდუქტს, ნახშირწყლების რაოდენობა კი ორივე მხარეს შორის იგივე იყო. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაკლები ძილი = მეტ კალორიას = მეტ წონას.

სხვა კვლევამაც აჩვენა, რომ თუ ადამიანებს საკმარისად არ სძინავთ, ისინი არაჯანსაღ საკვებს ირჩევენ საჭმელად, უმეტესად ჰამბურგერებს და ქათამს, შემდეგ მათ განსაკუთრებულად უჭირთ ჩაძინება და ხარისხიანად გამოძინება.

უძილობას ცუდ წრეზე მივყავართ, ამიტომ ეცადეთ გამოიძინოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენზე მოქმედებს ძილის ნაკლებობა? თქვენ თუ გაქვთ რაიმე მეთოდი მასთან საბრძოლველად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!