მთავარი ჯანმრთელობა 6 დაავადება, რომელიც შეიძლება მარტივად აგერიოთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაში

6 დაავადება, რომელიც შეიძლება მარტივად აგერიოთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაში

by guramus

ერთ მშვენიერ დილით იღვიძებ და გრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის. ეს შეიძლება იყოს უცნაური გამონაყოფი, შეგრძნება ან სუნი. იწყება პანიკა, რომ რაღაც დაავადება ,,აიკიდე.” თუმცა საჭიროა, დაწყნარდე და გაიხსენო, რომ ზოგი დაავადება ჰგავს სგგი-ს.

1. ბაქტერიული ვაგინოზი

ქალის სასქესო ორგანოებში მავნე და სასარგებლო ბაქტერიებია. როცა ირღვევა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, მავნე ბაქტერიების რაოდენობა სჭარბობს სასარგებლოს. ვაგინოზის ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი: უსიამოვნო სუნი და მსუბუქი გაღიზიანება.

2. კანდიდოზი (რძიანა)

მასაც ასევე იწვევს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა. რძიანა უფრო იშვიათი დაავადებაა. მისი ნიშნებია: თეთრი ხაჭოსმაგვარი გამონაყოფი. ზოგჯერ ვლინდება წვა და გაღიზიანება.

3. ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი მარტივად ეშლებათ ჰერპესში, რადგან გავს ერთმანეთს: სიწითლე, წვა და გამონაყარი კანზე. ზოგჯერ ის სამართებლისგან გაღიზიანების გამო ჩნდება. ასევე ძალიან ფრთხილად იყავით თმის ამოძრობისას და დეპილაციის კრემის გამოყენებისას.

4. ეპიდერმოიდი

ეს მცირე, უმტკივნეულო გამონაყარია, რომელიც გარეთა სასქესო ორგანოებზე ვლინდება. ეპიდერმოიდი შედგება კერატინისა და ცხიმისგან. მას ზიანი არ მოაქვს, თუმცა არასასიამოვნოა, ამიტომ როგორც წესი იცილებენ.

5. დერმატიტი

ეს დაბერებული კანის გაღიზიანებაა. იწვევს სიწითლეს, ტკვილს, გაღიზიანებას, წვას, რომელიც 1-2 კვირა გრძელდება. დერმატიტის კატალიზატორად შეიძლება იქცეს სარეცხი ფხვნილი, ტუალეტის ქაღალდი, ინტიმური დეზოდორი, ჰიგიენური საფენები, საპონი, დუშგელი ან პრეზერვატივის შემადგენელი ლატექსი.

6. საშარდე გზების ინფექცია

ამ ინფექცის სიმპტომებია: ხშირი შარდვა და წვა შარდვისას, მღვრიე შარდი… ეს ხდება მაშინ, როცა ანუსთან მდებარე ბაქტერიები შარდსაწვეთში ხვდება.

შარდის გამომყოფი გზების ინფექციების მკურნალობა იოლია, მაგრამ ის ითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. თუ დროულად არ ჩაერევით, შესაძლოა ინფექცია თირკმლებზე გართულდეს.

როგორც ხედავთ, ქალური დაავადებების უმრავლესობა დაკავშირებული არ არის სგგი-სთან, თუმცა სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა, ინტენსიური ან დაუცველი სექსი ხშირად რძიანას, ბაქეტერიული ვაგინოზის, დერმატიტის გამოვლენის ძირითადი მაპროვოცირებელია.

არ დაგავიწყდეთ, გამოიყენოთ თავის დაცვის საშუალებები და ფრთხილად იყავით პარტნიორის შერჩევის დროს!

გაუზიარეთ ეს საჭირო სტატია თქვენს მეგობრებსაც!