მთავარი სილამაზე 7 რჩევა, როგორ გავიპარსოთ ბიკინის ზონა გაღიზიანების, გამონაყარისა და თმის ჩაზრდის გარეშე

7 რჩევა, როგორ გავიპარსოთ ბიკინის ზონა გაღიზიანების, გამონაყარისა და თმის ჩაზრდის გარეშე

by Keti

როცა საქმე პირად ჰიგიენას ეხება, ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტთა 92% პერიოდულად რაღაცას აკეთებს ბიკინის თმის ნაწილზე. უმრავლესობისთვის ეს ჰიგიენის საკითხია, თუმცა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მამაკაცთა 40% პარტნიორებს სთხოვს, მოიშორონ თმა ბიკინის ზონაში.

ზოგი მას იპარსავს, მაგრამ ეს დამღლელი პროცესია და ხშირად იწვევს კანის გაღიზიანებას.

რა უნდა გავაკეთოთ გლუვი და სასიამოვნო შედეგის მისაღწევად? აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ:

1. კარგად შეარჩიეთ სამართებელი

რეკომენდებულია სამფენიანი სამართებლის გამოყენება, რათა კანზე ზეწოლა შემცირდეს. არ გააკეთოთ ეკონომია სამართებელზე.

Alena TS / Shutterstock.com

გარდა ამისა, ბევრი ქალი ამბობს, რომ მამაკაცის სამართებელი უფრო ეფექტურია, ამიტომ სინჯეთ ისიც.

2. მოამზადეთ კანი

ეს ეტაპი ორნაბიჯიანია. პირველად დაისველეთ ბიკინის მიდამო 10 წუთი, რათა თმა შერბილდეს. გაპარსვა სჯობს, შხაპის მიღების შემდეგ. კანი სკრაბით გაისუფთავეთ. ეს ფოლიკულებს გაათავისუფლებს და მიდამოს უფრო გლუვს გახდის, შემცირდება თმის ჩაბრუნების ალბათობა.

Alliance / Shutterstock.com

3. ჩაატარეთ ექსპერიმენტი საპარსი კრემით

არსებობს ბევრი საპარსი მალამო, სჯობს, შეარჩიოთ ის, რომელიც დამაწყნარებელ ინგრედიენტებს შეიცავს, მაგალითად, ქოქოსის, არგანის და სხვა ზეთებს.

4. აკეთეთ ეს ნელა

გადავდივართ პარსვაზე, იყავით აკურატულები და ნელა შეასრულეთ პროცესი. არ გაიპარსოთ თმის ზრდის საპირისპიროდ. ყოველი გამოყენების შემდეგ, გარეცხეთ სამართებელი.

5. დააწყნარეთ კანი

პარსვის დასრულების შემდეგ ბიკინს მოსვენება სჭირდება. დაიდეთ კანზე ცივი კომპრესი ან ანტისეპტიკი, რათა გაღიზიანება აირიდოთ.

6. დაატენიანეთ კანი

მალამო უნდა იყოს სპირტისა და სუნის გარეშე. გამოიყენეთ ის მალამო, სადაც შედის ალოე ვერა. ასე კანი სწრაფად აღდგება.

Rido / Shutterstock.com

7. გაასუფთავეთ სამართებელი

თუ სწორად არ გარეცხავთ, შემდეგში შეიძლება გაიჭრათ. კარგად გარეცხეთ სამართებელი თმისგან.

 

დაიცავით ეს სასარგებლო რჩევები და დატკბით უზადო და გლუვი ბიკინის ზონით მთელი წელი!