მთავარი ჯანმრთელობა წყლით მკურნალობა, 4 ჭიქის წესი: აი, როგორ ცოცხლობენ იაპონელები 100 წელს.

წყლით მკურნალობა, 4 ჭიქის წესი: აი, როგორ ცოცხლობენ იაპონელები 100 წელს.

by Keti

მრავალი წელია იაპონიას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში დღეგრძელების რაოდენობის მიხედვით. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამას განაპირობებს 5 ძირითადი ფაქტორი: 1. 65 წელს გადაცილებული ადამიანების სამედიცინო გამოკვლევის აუცილებლობის კანონი; 2. მცირე რაოდენობით მარილის გამოყენება; 3. ბრძოლა მავნე ჩვევებთან; 4. იოგურტისა და დიეტური ხორცის სიმრავლე მენიუში; 5. მოგზაურობები. ჩვენ ვთვლით, რომ მე-6 ფაქტორიც არსებობს.

მე-6 არის იაპონური მკურნალობა წყლით. ეს აღმოსავლური მეთოდი პოპულარულია სხვა ქვეყნებშიც. ითვლება, რომ თუ ყოველ დილით, საუზმემდე, დალევთ წყალს, თქვენ აღარ შეგაწუხებთ თავის ტკივილი, ართრიტი, ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, გაცხიმოვნება და ასთმა.

რატომ უნდა დავლიოთ წყალი დილით

საშუალოდ, ადამიანის სხეული შედგება 60% წყლისგან, 34% ორგანული ნივთიერებებისგან და 6% არაორგანული ნივთიერებებისგან.

8 საათიანი ძილის შემდეგ, ადამიანის სისხლი გაცილებით სქელია, ვიდრე წინა დღის საღამოს. მიზეზი წყლის უკმარისობაა. ამიტომ იაპონელები დღეს იწყებენ რამდენიმე ჭიქა წყლით. როცა ჩვეულებრივ საუზმეს მიირთმევთ და ჩაის ან ყავას აყოლებთ, სისხლი უფრო სქელდება.

ჩაი და ყავა შარდმდენებია და უფრო მეტი სითხე გამოაქვს თირკმლებიდან, ვიდრე თქვენ იღებთ. ეს იწვევს ორგანიზმში სითხის ქრონიკულ უკმარისობას, შედეგად, პრობლემები ექმნება ჯერ კუჭ-ნაწლავისა და შემდეგ სხვა სისტემებს.

სწორედ ამიტომ ყოველ დილით, უზმოზე, უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი წყალი. ის სწრაფად ხვდება მსხვილ ნაწლავში, შეიწოვება და ხელს უწყობს სისხლის გათხელებას. თქვენ რამდენ წყალს სვამთ?

როგორ დავლიოთ წყალი სწორად

  • დალიეთ 4 ჭიქა 200-200 მლ წყალი სანამ კბილებს გაიხეხავთ.
  • შემდეგ არაფერი მიირთვათ და დალიოთ 45 წუთი.
  • ისაუზმეთ და შემდეგ 2 საათი არაფერი მიირთვათ და დალიოთ.

ადამიანისთვის, რომელიც მიუჩვეველია ერთდროულად 800 მლ წყლის დალევას, ეს რთული ამოცანა იქნება. გირჩევთ 2 ჭიქიდან დაიწყოთ და თანდათან გაზარდოთ მოცულობა.

ერთ-ერთ წყლიან ჭიქაში დაამატეთ 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი. ის გაათანაბრებს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, გააუმჯობესებს მეტაბოლიზმს, გაგათავისუფლებთ ტოქსინებისგან.

ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ წყლით მკურნალობას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს. აიღეთ მაგალითი იაპონელებისგან: მეტი ჯანსაღი საკვები, მეტი წყალი – ეს უფრო ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებაა.

გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მათ, ვისაც ჯერ არ გაუგია ამ მეთოდის შესახებ!