მთავარი ჯანმრთელობა ექიმი ლეო ბოკერია ამბობს: იმისათვის რომ იცოცხლოთ 100 წელი, დაიცავით კვების ეს წესები.

ექიმი ლეო ბოკერია ამბობს: იმისათვის რომ იცოცხლოთ 100 წელი, დაიცავით კვების ეს წესები.

by guramus

თითქმის ყველა ექიმს მრავალწლიანი სტაჟის მანძილზე უყალიბდება უნიკალური მიდგომა ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ამის მშვენიერი მაგალითია ლეო ბოკერია. რუსეთის მთავარი კარდიოქირურგი ჟურნალი Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროში უკვე 79 წელია რაც მოღვაწეობს, მაინც მთელი ძალისხმევით მუშაობს და პენსიაზე გასვლასაც არ აპირებს. ატარებს ურთულეს ოპერაციებს და ეხმარება უამრავ ადამიანს. სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოდ ექიმი კვების პრინციპებს ასახელებს, რომლის ერთგულიცაა უკვე ათობით წელი.

კვების წესი

რამდენიმე მარტივი წესის დაცვით გაექცევით მძიმე დაავადებებს, თავს საუცხოოდ იგრძნობთ და ზედმეტ კილოგრამებსაც დაიკლებთ. სწორედ ზედმეტი წონაა იმის პირველი ნიშანი, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია.

ბოკერიას კვების სისტემას ხშირად იყენებენ დიეტოლოგები. ექიმმა დიდიხანია რაც განაცხადა რომ საუზმე ფიგურას და ჯანმრთელოვას ვნებს.

საუზმის ზიანი

«ძალიან დიდი ხნის წინ გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ ცნობილი ქირურგები დილით პატარა ჭიქა ყავას მიირთმევდნენ. მეტს არაფერს! ე. წ. ლანჩის დროს კი რაიმე ბუტერბროდს.” იხსენებს ექიმი.

პირველი და ძირითადი წესია უარი თქვათ დილით საკვების მიღებაზე. კარდიოქირურგი მუდამ უმეორებს თაცის პაციენტებს: გაღვიძების შემდეგ, ორგანიზმი არაა მზად სრულფასოვნად გადაამუშაოს საკვები. ის წევს კომაში, ფხიზლდება და ვერ შეირგებს ვერაფერს იმის ნახევარ ეფექტურადაც კი, როგორც დღისით. წყლიანი ჭიქა ლიმნით არ დაგეხმარებათ.

ამ კვლევის თანახმად, ჩვენ მზად ვართ “საუზმისთვის” მხოლოდ ლანჩის დროს. რაზეც მიგვითითებს გაღვიძებული მადა. მსუბუქი ვახშამი კი სწრაფი გახდომისთვისაა.

ვახშმის სარგებელი

საღამოს ორგანიზმი სხვანაირად მუშაობს. ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ამიტომაც, ღამით მძიმე ნახშირწყლების მიღება რეკომენდირებული არაა. საღამოს ყველა კერძის მთავარი შემადგენელი ნაწილი ცილები უნდა გახდეს. ეს შეიძლება იყოს თევზის სტეიკი ან ქათამი სალათით, კვერცხი, ხილი ან ლობიო (მასში ბევრი მცენარეული ცილაა).

ლეო ბოკერია დარწმუნებულია, რომ ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, საღამოობით მუდამ შლიან სუფრას და შემდეგ დროს ფიზიკურ აქტივობას ახმარენ. ამგვარ განრიგს იცავს თავად ლეოც.

რას მიირთმევს ლეო ბოკერია

საუზმე:

ეს განყოფილება რაციონში არ არსებობს, თუმცა ხანდახან ექიმი თავს უფლებას აძლევს მიირთვას ცოტაოდენი სახლის ხაჭო (და არა ნახშირწყლიანი შვრია ან სხვა ფაფა, რაც რატომღაც სწორად ითვლება).

სადილი:

ეს შეიძლება იყოს ბუტერბროდი ან სახლის იოგურტი ხილით და შავი შოკოლადით.

ვახშამი:

წიწიბურის ფაფა პომიდორით.

აი მაგალითი ძალიან უბრალო, მაგრამ სწორი რაციონის. ის შეიძლება გაამრავალფეროვნოთ ბოსტნეულით, პარკოსანით, სუპებით ან დაიცვათ “დიდიდან პატარამდე” პრინციპი და საღამოობით დაიტოვოთ მხოლოდ ცილის პროდუქტი.

უკვე 20 წელია, რაც ბოკერია შაქარს არ იღებს და გვიმტკიცებს: “ცხოვრება მის გარეშეც ტკბილია”. ასევე, ლეომ უარი თქვა წითელი ხორცის გამოყენებაზე ფრინველის ან თევზის ხორცის სასარგებლოდ. ასევე, ცდილიბს ნაკლებად მიიღოს მარილიანი პროდუქტი. შებოლილს არანაირი ფორმით არ იღებს, მათ შორისაა ძეხვი.

ასეთი საპასუხისმგებლო მიდგომა კვების მიმართ ხსნის კარდიოქირურგის შესაშურ მდგომარეობად. მისი რჩევები ნამდვილად გონივრულია. “ყველა ქვეყანაში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, ასე ცხოვრობენ” აცხადებს ის.