გაზრდა სავსეა ყველაზე დიდი ცხოვრებისეული დრამებით: პირველი სიყვარული, საკუთარი თავის ვერ მიღება, აკრძალვები, მომავლის შიში და მაქსიმალიზმის სურვილი. თუ ეს ყველაფერი გადმოცემულია საუცხოო სამსახიობო თამაშით და არაბანალური სიუჟეტით, ფილმს თუ სერიალს წარმატება აუცილებლად ხვდება წილად.
აი რამდენიმე დინამიური შოუ თინეიჯერებისთვის, რომელიც მათ მშობლებსაც ან უბრალოდ ამ პერიოდის მიმართ ნოსტალგიით განმსჭვალულ ადამიანებსაც ძალიან მოეწონებათ.
1. «უცნური ამბები» / Stranger Things, 2016
- ჟანრი: საშინელებათა, ფანტასტიკა, ფენტეზი
- IMDb: 8,9
გამოძიება, მისტიკა, გულუბრყვილო თინეიჯერული რომანტიკა, შეხედულებების კონფლიქტი და ბოროტება – ასე ახასიათებენ ამ ლეგენდარულ სერიალს მისი გულშემატკივრები. დრამატული სცენები დაძაბულობითაა შეფუთული, დიალოგები კი მწვავე ინტერესს იწვევს.
2. «სირცხვილი» / Skam, 2015–2017
- ჟანრი: დრამა, მელოდრამა
- IMDb: 8,7
ნორვეგიულმა სურათმა რეიტინგში ლიდერობა პირველი სერიის გამოსვლისთანავე მოახერხა. სიუჟეტი მეგობრების ცხოვრებას ეხება, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. საინტერესოა, რომ ყოველ სეზონში სცენარისტებმა აქცენტი ერთ-ერთ საკვანძო პერსონაჟზე გააკეთეს, მოვლენები კი მის გარშემო განავითარეს. იდეა მაყურებელს იმდენად მოეწონა, რომ ახლა მისი იტალიური, გერმანული, ფრანგული ვერსიებიც არსებობს.
3. «სექსუალური განათლება» / Sex Education, 2019
- ჟანრი: დრამა, კომედია
- IMDb: 8,4
სასაცილო სერიალი ახალგაზრდა ოტისზე, რომელმაც, როგორც სჩანს, ყველაფერი იცის ურთიერთობის “სერიოზულ” მხარეზე. არა იმიტომ, რომ სკოლის გულთამპყრობელია, არამედ იმიტომ, რომ დედამისი კვალიფიცირებული და გამოცდილი სექსოლოგია. დამაინტრიგებელი სერიალი წელს საკმაოდ აქტუალური გახდა.
4. «ჩემი გიჟური დღიური» / My Mad Fat Diary, 2013–2015
- ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია
- IMDb: 8,4
16 წლის რეი სულაც არაა ისეთი, როგორც სხვა ბავშვები. ჭკვიანი და შემოქმედებითი გოგონა ცდილობს გაუმკლავდეს კომპლექსებს, რომლებსაც საზოგადოება ახვევს. ამას ფსიქოლოგის და დღიურის დახმარებით ახერხებს. მაყურებელს განსაკუთრებით მოეწონება არაბანალური იუმორი, გრაფიკა და საუნდტრეკები. ესაა შემთხვევა, როცა ტირილი და სიცილი დროდადრო მოგვინდება.
5. «მოზარდები» / Skins , 2007–2013
- ჟანრი: დრამა
- IMDb: 8,2
გულწრფელი ახალგაზრდული სერიალი პუბერტატული პერიოდის მშვენიერებზე. შემოქმედებითმა გუნდმა გადაწყვიტა ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული გმირები შეეკრიბათ. თანამედროვე თაობის წარმომადგენლები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავი დაიმკვიდრონ. მაგრამ ეს მისწრაფება ყოველთვის ადვილი და სამართლიანი არაა…
6. «13 მიზეზი» / 13 Reasons Why, 2017
- ჟანრი: დრამა, დეტექტივი
- IMDb: 8,0
ემოციური და არაერთგვაროვანი სერიალი საოცრად ჩახლართული სიუჟეტით გამოირჩევა. მთავარი გმირის სკოლის სიყვარულმა თავი მოიკლა. მიზეზები ჩაწერილია კასეტებზე, რომლებსაც ახალგაზრდა ბიჭი პოულობს. მოულოდნელად იგებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი…
7. «ეიფორია» / Euphoria, 2019
- ჟანრი: დრამა
- IMDb: 7,4
HBO-ს სულ ახალი სერიალი 17 წლის რუ ბენეტზე, რომელიც რეაბილიტაციურ კლინიკაში გავლილი მკურნალობის შემდეგ სახლში ბრუნდება. მთავარ როლს ზენდაია ანსახიერებს. სასურველია, ეს სურათი ნახონ არამხოლოდ თინეიჯერებმა, არამედ მშობლებმაც. თემა მენტალური ჯანმრთელობა და დეპრესიაა, რომელიც აქ ძალიან კარგად იხსნება.
8. «მოუხერხებელი» / Awkward., 2011–2016
- ჟანრი: დრამა ,მელოდრამა, კომედია
- IMDb: 7,4
ჯენა ჰამილტონს არასასიამოვნო ინციდენტი შეემთხვევა, რომლის შემდეგაც სუიციდეული რეპუტაცია ექმნება. ახლა მას საზოგადო აზრის ზეწოლაში და სხვა თინეიჯერული პრობლემების გარემოცვაში უწევს ცხოვრება. სერიალი გაჯერებულია იუმორითა და დინამიურობით.
9. «კერის დღიურები» / The Carrie Diaries, 2013–2014
- ჟანრი: მელოდრამა, კომედია
- IMDb: 7,1
დიახ, ეს ის კერია, სერიალიდან “სექსი დიდ ქალაქში”. ოღონდ, ჯერ კიდევ თინეიჯერი. ის სკოლაში სწავლობს, ბიჭებს ხვდება და იმედგაცრუებებსაც გებულობს. მოეწონებათ მარტივი სიუჟეტის მოყვარულ მაყურებლებს.
10. «გუნდი» / Glee, 2009–2005
- ჟანრი: მიუზიკლი, დრამა, კომედია
- IMDb: 6,8
ეძღვნებათ მიუზიკლის ქომაგებს. ესპანური ენის მასწავლებელი ქორის დაარსებას გადაწყვეტს. ის წარმატებას იმედოვნებს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა, თავიდან თითოეული მონაწილის შინაგან კონფლიქტს უნდა ებრძოლოს. სერიალში მთელი რიგი რთული თემები იხსნება: სექსუალური ორიენტაცია, ბულინგი, ფსიქოლოგიური შიშები და სიკვდილიც. ყველა ეპიზოდი გაჯერებულია გემოვნებიანი თუ სახალისო მუსიკით.