მთავარი ჯანმრთელობა მათთვის, ვინც 40 წლის შემდეგ ხდება დედა: გვიან მშობიარობის 5 რისკი და 5 უპირატესობა

მათთვის, ვინც 40 წლის შემდეგ ხდება დედა: გვიან მშობიარობის 5 რისკი და 5 უპირატესობა

by Keti

გვიან ასაკში შვილების გაჩენა უფრო და უფრო გავრცელებული ხდება. ამის მიზეზი სხვადასხვაა: კარიერა, არასანდო პარტნიორი, საკუთარ თავთან მარტო ცხოვრება ან პასუხისმგებლობის აღების სირთულე. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ ეს შენი ცხოვრება და შენი არჩევანია. და თუ გადაწყვეტ, რომ 40 წლის შემდეგ გინდა დედა გახდე, მაშინ უნდა იცოდე გვიანი ორსულობის უპირატესობებიცა და უკუჩვენებებიც.

ბავშვის გაჩენა ბევრ სიხარულთან და ბედნიერებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბავშვის მუცლით ტარება გარკვეულ რისკებს შეიცავს. ჩვენ დღეს განვიხილავთ გვიანი ორსულობის დადებით და შედარებით რთულ ფაქტორებს.

უპირატესობები

1. შესაძლოა გაიზარდოს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა

ქალებს, რომლებმაც ბავშვი გვიან გააჩინეს, შესაძლოა, ხანგრძლივი სიცოცხლის მეტი შანსი ჰქონდეთ. კვლევის თანახმად, მათ, ვინც ბოლო შვილი 29 წლის შემდეგ გააჩინა, მეტი შანსი ჰქონდათ, ეცოცხლათ 95 წელზე მეტხანს. ამის მიზეზი შესაძლოა გენეტიკაც იყოს.

თუ ქალის რეპროდუქციული სისტემა კონკრეტულ ასაკში კარგად ფუნქციონირებს, მაშინ ეს შესაძლოა ამან იმოქმედოს ასაკთან დაკავშირებულ სხვა პროცესებზეც. ეს კავშირი ბავშვის გაჩენასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს შორის ყველაზე რეალური იყო იმ ქალებში, ვისაც 3 შვილზე ნაკლები ჰყავდა.

2. მცირდება კოგნიტური უნარების შესუსტება

სხვა კვლევის თანახმად, გვიანი ორსულობა განაპირობებს უკეთეს პოსტკლიმაქსურ მდგომარეობას. ეს დასკვნა გამოიტანეს სხვადასხვა ტესტების სერიის მიხედვით, რომლებიც ტვინის მუშაობის შემოწმებაზე იყო ორიენტირებული.

განსაკუთრებით, იმ ქალებში, ვინც 35 წლის ზემოთ იმშობიარა, შეინიშნებოდა უკეთესი ვერბალური მეხსიერება. ეს შესაძლოა ჰორმონების ტვინზე ზემოქმედების დამსახურებაა – პროგესტერონისა და ესტროგენის, რომლებიც ტვინის ფუნქციებზე და მისი აზროვნების უნარების განვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი.

3. ქალი უფრო ჭკვიანი და გამოცდილია ამ ასაკში

საიდუმლო არ არის, რომ გამოცდილება და ცოდნა წლებთან ერთად მოდის. 20 ან 30 წლის ასაკთან შედარებით, ხშირად, 40 წლის ქალი მეტად ჩამოყალიბებულია. ამ წლებში კი ბავშვის გაზრდა ეფექტური ხდება, რადგან 40 წელს გადაცილებული ქალები მეტად მომთმენები არიან ბავშვების მიმართ და მეტი მზრუნველობით ეკიდებიან მათ აღზრდას.

ამ წლების განმავლობაში ქალები შემთხვევით ნაკლებად ორსულდებიან, მათ დაგეგმილი აქვთ ეს და გააზრებული. მაშასადამე, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მეტად სტაბილურები არიან.

4. ფინანსურად მეტად სტაბილურები ხართ

40 წლის ასაკში ქალებს უკვე აქვთ კარიერა. აღარ ეძებენ გამოცდილებებს, ნაკლებად იცვლიან სამსახურს და თითქმის არ განიცდიან შემოსავლის ნაკლებობას. ამ დროს თუკი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტენ, უკვე იციან, რომ შეუძლიათ მეტად ფოკუსირდნენ თავიანთ შვილებზე ისე, რომ კარგი სამსახურიც შეინარჩუნონ.

ამ ასაკში გამოცდილება მეტია და სტრესი კი ნაკლები, რადგან საფიქრალი აღარ გაქვთ, როგორ იშოვოთ ფული ბავშვის საჭიროებების დააკმაყოფილებლად.

5. უკვე გქონდათ დრო იმისთვის, რომ ყველაფერი გეცადათ

ცხადია, ქალები 40 წლის ასაკშიც ერთობიან, თუმცა ახალგაზრდა ასაკთან შედარებით, ისეთი ძლიერი ხიბლი აღარ აქვს ამას, რომ სხვა ყველაფრის დათმობად ღირდეს.

40 წლის ასაკში ხშირად ბევრი კარგი მოგონება გაქვს დაგროვილი და ბევრი თავგადასავალიც გამოიარე. ახლა კი, როცა ბავშვი დაიბადა, ნაკლებ დანაკლისს განიცდი, რომ თითქოს საკმარისად ვერ იცხოვრე და გაერთე.

თუმცა უპირატესობების გარდა გვიან ორსულობას თავისი უკუჩვენებებიც აქვს:

რისკები

1. ნაკლები შანსია დაორსულების

წლებთან ერთად, ქალებს ნაკლები შანსი აქვთ დაფეხმძიმების. 32 წლის ასაკში განაყოფიერება მნიშვნელოვნად იწყებს შემცირებას. კვერცხუჯრედების რაოდენობა მცირდება და ფერტილიზაციისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება.

თუმცა დღესდღეობით კვერცხუჯრედის დონორის გამოყენების შესაძლებლობაც არსებობს, ასე რომ არ იდარდოთ.

2. იზრდება მუცლის მოშლის საფრთხე

მუცლის მოშლის რისკი 45 წლის ზემოთ საკმაოდ მაღალია, თითქმის 50%ზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა მხოლოდ ასაკთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ასაკობრივი ცვლილებები მთელ სხეულს ეხება, მცირდება ჰორმონალური და საშვილოსნოს ფუნქციები, ამას თუ სხვა ფიზიკური პრობლემაც ემატება, დიდი შანსია ნაყოფის დაკარგვის.

3. ოსტეოპოროზის მაღალი რისკი

გვიანი ორსულობის დროს იზრდება ოსტეოპოროზის პრობლემის განვითარების რისკი. კვლევის მიხედვით, ისინი, ვინც 35 წლის ზემოთ გააჩინა ბავშვი 2ჯერ მეტად იყვნენ მიდრეკილნი მ დაავადებისკენ. ასე რომ, ორსულობის დროს განსაკუთრერბული ყურადღება უნდა მიექცეს ძვლებს და მათ გამყარებას.

4. ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკი

გვიანიორსულობის დროს დიდი შანსია, რომ ნაყოფი ადრე დაიბადოს და ჰქონდეს დაბალი წონა. ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ასაკი და სხვა ნეგატიური ფაქტორები ხშირად არის ადრეული მშობიარობის მიზეზი.

5. შესაძლოა გქონდეთ გესტაციური დიაბეტი

დიაბეტის ეს ფორმა დროებითია და ხშირად გამოწვეულია ორსულობის დროს ინსულინის არასაკმარისი რაოდენონით. კვლევის მიხედვით, 40 წელს გადაცილებულ ქალს ორსულობის გართულების რისკი 74%ით აქვს. მაშასადამე, მნიშვნელოვანია დიაეტის ტესტის ჩატარება და ექიმის მიერ რისკების განსაზღვრა.

გახსოვდეთ, რომ ორსულობას რისკები ყოველ ასაკში აქვს. ბევრია დამოკიდებული დედაზე და მის ჯანმრთელობაზე. თუ გადაწყვეტთ, რომ დედა გახდეთ 40 წლის შემდეგ, თქვენი შანსები – გქონდეთ ჯანსაღი ორსულობა და გყავდეთ ჯანმრთელი შვილი კვლავ ნორმალურია. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ თავს.

როგორ ფიქრობთ, უნდა მოიცადოს ქალმა, სანამ დედობისთვის მზად იქნება? თუ ადრეული დედობა უკეთესია? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!