კვლევამ გამოავლინა, რომ WiFi-ს მოწყობილობები მამაკაცის განაყოფიერების უნარზე მოქმედებს

თუ დიდი ხანია ცდილობთ, რომ შვილები გეყოლოთ და წარმატებას ვერ აღწევთ, ამის მიზეზი შესაძლოა თქვენს ჯიბეში იყოს. პირდაპირი გაგებით. იაპონელმა მკვლევარმა კუმიკო ნაკატამ აღმოაჩინა, რომ WiFi-ს მოწყობილობებიდან წამოსული ელექტრომაგნიტური ტალღები, მაგალითად, მობილურიდან ან სახლის როუტერებიდან, ხშირად სერიოზულ ზიანს აყენებს მამაკაცის სპერმას.

ჩვენ გადავწყვიტეთ თვალი მივადევნოთ ამ უკანასკნელ კვლევას და მისი შედეგები ჩვენს მკითხველებსაც გავუზიაროთ.

განაყოფიერების პრობლემების 30% კაცების ,,დამსახურებაა”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში არსებული წყვილების 15% უშვილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის. და შემთხვევათა 30%-ში მიზეზი მამაკაცშია. რა თქმა უნდა, მამაკაცის განაყოფიერების პრობლემას ბევრი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, როგორიცაა ცუდი გარემო პირობები, სტრესი, არასრულყოფილი კვება, გენეტიკა და ა.შ. მაგრამ ისეთი პატარა მოვლენაც, როგორიც არის მობილურის ჯიბით ტარება, შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს უშვილობასთან.

WiFi-ს გამოსხივების ექსპერიმენტი

იაპონელმა მეცნიერებმა 51 კაციანი ჯგუფზე ცდა ჩაატარეს, კაცები 3 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. ისინი იყენებდნენ ვაიფაის მოწყობილობას მობილურის საშუალებით.

ერთ-ერთ ჯგუფს არანაირად არ შეხებია ვაიფაის როუტერის გამოსხივება. მეორე ჯგუფზე იმოქმედა, უბრალოდ თავად ვაიფაის აპარატი იყო დაცული. მესამე ჯგუფი კი მთლიანად მარტო იყო დასხივებასთან. ჯგუფის წევრები ახლოს იყვნენ ვაიფაის მოწყობილობასთან, მობილურ ტელეფონს კი ჯიბით ატარებდნენ.

სპერმა 2 საათის შემდეგ დაზიანდა

კვლევამ გამოავლინა, რომ WiFi-ს მოწყობილობები მამაკაცის განაყოფიერების უნარზე მოქმედებს

კვლევის შედეგები ცოტათი საშიში აღმოჩნდა. იმ კაცებზე, ვინც ვაიფაის სიგნალის გავლენის ქვეშ 30 წუთი იყო, დასხივებას არანაირი ეფექტი არ მოუხდენია. მათ კი, ვინც უფრო დიდხანს იყო მოწყობილობის გვერდით, განსხვავებული შედეგი მიიღეს. 2 საათის შემდეგ იმ ჯგუფის წევრების მოძრაობის ნორმა, ვინც დასხივება არ მიიღო, 53,3% იყო, მათი, ვინც დაცულ აპარატთან იდგა 44,9%, ხოლო ,,დასხივებული” ჯგუფის შედეგი 26,4% აღმოჩნდა. 24 საათის შემდეგ ამ უკანასკნელი ჯგუფის წევრების მკვდარი სპერმატოზოიდების ნორმა 23,3% იყო, ,,დაუსხივეველთა” შემთხვევაში კი 8,4%.

ჩვენ უფრო მეტ მობილურს ვფლობთ, ვიდრე ადამიანებს

სტატისტიკა ამბობს, რომ დღესდღეობით აქტიური მობილური ტელეფონების რაოდენობა სამყაროს პოპულაციაზე მეტია, ზოგიერთი ადამიანი ერთ ტელეფონზე მეტს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროტალღების სიმძლავრეც მეტია.

პრევენცია შესაძლოა იყოს მარტივი

კუმიკო ნაკატამ განსაზღვრა, რომ კვლევის შედეგებით, ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც ვაიფაის მოწყობილობებიდან მოდის, მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანებისთვის. თუმცა ისეთი მარტივი გადაწყვეტილება, როგორიცაა ტელეფონის ჯიბეში ჩადების ნაცვლად მაგიდაზე დადება, დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება.

თქვენ სად ინახავთ თქვენს მობილურ ტელეფონს? რას ფიქრობთ ამ კვლევასთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!

Loading...

  კომენტარები