მთავარი ფილმები 11 სერიალი, რომელიც კინოკრიტიკოსებმა წელს საუკეთესოდ დაასახელეს

11 სერიალი, რომელიც კინოკრიტიკოსებმა წელს საუკეთესოდ დაასახელეს

by guramus

უკვე გენატრებათ “სამეფო კარის თამაშები” და არ იცით რით დაკავდეთ ზაფხული საღამოებზე? წარმოგიდგენთ 11 ახალ სერიალს. მათ ამერიკული გამოცემის Variety-ის კინოკრიტიკოსები უწევენ რეკომენდაციას.

1. Barry ბარი

ამ წელს ამ სერიალის მეორე სეზონი გამოვიდა. ის შავი კომედიის საუკეთესო ტრადიციებს ეხება. წარსულში საზღვაო ჯარისკაცი ბარი სახელმწიფოში ადგილს ვერ პოულობს. საბოლოოდ გმირი კრიმინალში ეხვევა. ბარი პოლიციას ლოს-ანჯელესში გაურბის და თავს თეატრალურ ხელოვნებაში პოულობს და აღიარებასაც იმსახურებს. მისი ცხოვრება იცვლება.

  • რეიტინგი IMDb — 8,3

 

2. I Think You Should Leave with Tim Robinson

ეს საოცრად სასაცილო, აბსურდული და კომიკური სიტუაციებით გაჯერებული სერიალია. ტიმ რობინსონს სცენარის შექმნაში ამერიკული სატელევიზიო პროგრამის, Saturday Night Live-ის შემოქმედებითი გუნდი ეხმარება.

  • რეიტინგი IMDb — 7,5

 

3. Fleabag ნაგავი

2019 წელს ამ სერიალის მეორე სეზონი გამოვიდა. მთავარ როლს ფიბი უოლერ-ბრიჯი თამაშობს, რომელიც პროექტის სცენარისტია. სერიალი თამამ გოგონაზე გვიყვება, რომლისთვისაც მკაცრი ლონდონი გამოწვევაა. ის გადაწყვეტს ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხოს. მეორე სეზონში გმირი კათოლიკე მღვდელს ხვდება, რომლის მიმართ განცდებსაც ვერ უძლებს.

  • რეიტინგი IMDb — 8,6

 

4. Fosse/ Verdon ფოსი და ვერდონი

ბიოგრაფიული მინი სერიალი რომანტიკულ და პროფესიულ ურთიერთობას წარმოადგენს ლეგენდარულ რეჟისორ ქორეოგრაფს ბობ ფოსსა და ბროდვეის მსახიობ გვენ ვერდონს შორის. ამ ორ გენიოსს უამრავი სირთულის გადალახვა უწევს, მაგრამ ამასთან ერთად მთლიანად ცვლიან ამერიკული მიუზიკლის სახეს.

  • რეიტინგი IMDb — 7,9

 

5. The Other Two

ბრუკი ოცნებობს მოცეკვავე გახდეს, მისი ძმა კერის კი მსახიობობა უნდა. მაგრამ, მიზნების მისაღწევად მათ არაფრის გაკეთება არ უნდათ. მათ 14 წლის ძმა ჩეიზი ყავთ, რომელმაც ინტერნეტში თავისი დაწერილი სიმღერა ატვირთა. ის პროდიუსერებმა შეამჩნიეს და კონტრაქტი შესთავაზეს. ბიჭის ცხოვრება იცვლება, ისევე როგორც ბრუკის და კერის ბედისწერა, რომლებიც ძმის პოპულარულობის ჩრდილში ექცევიან.

  • რეიტინგი IMDb — 7,4

 

6. PEN15

მთავარი პერსონაჟების როლებს მაია ერსკინი და ანა კონკლი ასრულებენ. ცხოვრებაში მსახიობები უკვე 30 წლის არიან, მაგრამ ეკრანზე 13 წლის თინეიჯერებს ანსახიერებენ. სერიალს კომიკურობას მატებს ისიც, რომ ისინი თანამედროვე ბავშვების გარემოცვაში ჩნდებიან, რომლებსაც თავიანთი წესებით თამაში ხიბლავთ.

  • რეიტინგი IMDb — 7,9

 

7. Ramy რემი

სერიალი გვიყვება ამერიკელზე ეგვიპტური წარმოშობით. რემი 30 წლისაა. მისთვის ორ კულტურას შორის არსებობა ადვილი არაა. საკუთარ თავთან მუდამ ბრძოლაშია. მთელი სიუჟეტის მანძილზე გმირი სვამს კითხვებს, ეძებს და ცდილობს მათზე პასუხები იპოვნოს.

  • რეიტინგი IMDb — 8

 

8. Special და State of the Union

ეს ორი სერიალი ექსპერიმენტალურია. თითოეული სერიის ქრონომეტრაჟი 15-10 წუთია. Special-ში მოქმედება გეი ბიჭის გარშემო ტრიალდება, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. State of the Union კი მთლიანად წყვილის დიალოგს ეხება, რომლებიც ფსიქოთერაპევტთან სტუმრობის წინ საკუთარ პრობლემებს ლონდონის პაბში განიხილავენ.

  • Special რეიტინგი IMDb — 7,7
  • State of the Union რეიტინგი IMDb — 8

 

9. Tales of the City

“ქალაქის ისტორიები” ამავე სახელწოდების სერიალის სიქველია, რომელიც 1993 წელს გადაიღეს. 25 წლის შემდეგ, მთავარი გმირი მშობლიურ სან-ფრანცისკოში ყოფილ ქმართან და ქალიშვილთან ბრუნდება, რომლებიც კარიერის გამო მიატოვა. ამასთან, შუა ასაკის კრიზისი აქვს, სურს ცხოვრება ახლიდან დაიწყოს, მაგრამ გამოუვა ეს მას?

  • რეიტინგი IMDb — 7,5

 

10. Tuca & Bertie

ეს მულტიპლიკაციური სერიალი ერთ ჭერ ქვეშ მცხოვრებ ორ 30 წლის ჩიტს ეხება. ტუკას გართობა უყვარს, ბერტი კი მორიდებული მეოცნებეა. განსხვავებული ტემპერამენტის მიუხედავად, მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს. ისინი პრობლემებს ისე აგვარებენ, რომ გვაფიქრებენ, იქნებ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ?

  • რეიტინგი IMDb — 7,4

 

11. When They See Us

ამერიკული დრამატული მინი სწრიალი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. 1989 წელს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ქალი გააუპატიურეს, რისგან მიღებული ტრავმითაც კომაში ჩავარდა. 1990 წელს ამ საქმეზე 5 თინეიჯერი დაიჭირეს და მხოლოდ 2014 წელს გაასამართლეს და 40 მილიონი დოლარი ღირებულების კომპენსაცია გადაუხადეს.

  • რეიტინგი IMDb — 9,1