უცნობი მისტიური თრილერები, რომელთა ყურებაც ძვლებს გაგიყინავთ

თუ მისტიური ფილმების მოყვარული ხართ და ამ ჟანრის თითქმის ყველა ფილმი გაქვთ ნანახი, გთავაზობთ საინტერესო ფილმებს, რომლებიც დარწმუნებული ვართ მოგეწონებათ. კომენტარებში კი თქვენი ფავორიტი მისტიური ფილმები გაგვიზიარეთ:

უხილავი სტუმარი / The Invisible Guest (Contratiempo),  2016

უცნობი მისტიური თრილერები, რომელთა ყურებაც ძვლებს გაგიყინავთ

ბლოკბასტერეი ჰოლივუდის სავაჭრო ნიშანია, საფრანგეთი კომედიებითაა ცნობილი, ხოლო ესპანეთი მისტიურ თრილერებში ლიდერობს. ამ ჟანრით სიამოვნების მიღება შეგიძლიათ ამ ფილმით დაიწყოთ, რომელიც სიმპატიურ მარიო კასას მონაწილეობით გამოვიდა ეკრანებზე. აქ არ არის ყალბი დიალოგები და კლიშე სცენები, თანაც დასასრული იმდენად ძლიერია, რომ ფილმის თავიდან ყურებას მოგანდომებთ.

 

გვირაბის ბოლოს / At the End of the Tunnel (Al Final del Túnel), 2016

უცნობი მისტიური თრილერები, რომელთა ყურებაც ძვლებს გაგიყინავთ

უცნაური, ჩამთრევი და მართლაც საინტერესო არგენტინულ–ესპანური ნამუშევარი მოგვითხრობს ეტლში მჯდომი ადამიანის შესახებ, რომელიც შეძლებს ჭკუით აჯობოს კრიმინალურ დაჯგუფებას. თქვენ აქ ნახავთ შესანიშნავ სამსახიობო თამაშსა და კარგად დაგეგმილ სცენარს, რომელიც ბოლომდე დაძაბულს გამყოფებთ. ეს ფილმი ასევე შესანიშნავ სიყვარულის ისტორიასაც მოიცავს ბონუსად.

 

საჩუქარი / The Gift, 2015

უცნობი მისტიური თრილერები, რომელთა ყურებაც ძვლებს გაგიყინავთ

ეს ამერიკული თრილერი სიაში ძალიან ორიგინალური სცენარის გამო მოხვდა. ამ ფსიქოლოგიურ თრილერში არ არის მკვლელობა, დევნები და თითქმის ვერ ნახავთ მოქმედებით სავსე სცენებსაც, თუმცა იგი მაინც ბოლომდე უმაღლეს დონეზე ინარჩუნებს ემოციურ დაძაბულობას. მისი ღია დასასრული მაყურებელს შეშფოთებულს ტოვებს და თითოეული პერსონაჟის მიმართ გაჩენილ შეხედულებებს სრულიად თავიდან ახარშინებს.

 

მკვლელობა ვინდრივერში / Wind River, 2017

უცნობი მისტიური თრილერები, რომელთა ყურებაც ძვლებს გაგიყინავთ

ამ არაორდინალური ამერიკული ფილმის ისტორია თითქმის დაცლილია ინტრიგისგან, თუმცა ნამუშევრის მთლიანი ესთეტიკა გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. გამაოგნებელი კინო ყოველი დიალოგისას მნიშვნელოვან საკითხებზე სვავს კითქვებს და ამის გამო თითოეული სცენა მართლაც რომ საუცხოო საყურებელია. ეს ფილმი ამ სიის სხვა წევრებისავით არ ცდილობს მაყურებლის გართობას და ემოციური ფონის შექმნაზე აკეთებს აქცენტს. მსახიობები და ოპერატორი ამ ფილმში მართლაც ბოლომდე იდეალურად წარმოაჩენენ ატმოსფეროს.

 

ღამის ცხოველები / Nocturnal Animals, 2016

უცნობი მისტიური თრილერები, რომელთა ყურებაც ძვლებს გაგიყინავთ

ჩახლართული ისტორიები და ინტრიგები ამ ფილმში ჩანაცვლებულია მოდური კადრებით, ღირსეული მეტაფორებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, რომელიც მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ამ ფილმის მთავარი სიმდიდრე მსახიობების ნაკრებია, რომლის მთავარი მშვენებაც აარონ ჯონსონი გახდა. იგი იმდენად იდეალურად ასრულებს ტეხასელი უარყოფითი გმირის როლს, რომ მაყურებელს იგი ფილმის პირველივე წამიდან რეალურად სძულდება.

 

ბრიმსტოუნი / Brimstone, 2016

უცნობი მისტიური თრილერები, რომელთა ყურებაც ძვლებს გაგიყინავთ

სიის დასასრულს გთავაზობთ ჰოლანდიურ ფილმს, რომელიც მართლაც გამორჩეული თრილერია და შავ–ბნელ ატმოსფეროში გადაწყვეტილ სისხლიან სანახაობას გთავაზობთ. ველური დასავლეთისა და ძალადობის უშრეტი კვეთა ამ ფილმს ერთი ამოსუნთქვით გაყურეინებთ. ძლიერი სამსახიობო ტრიო – დაკოტა ფენინგი, კიტ ჰარინგტონი და გაი პირსი მართლაც იდეალურად ასრულებენ მათთვის დავალებულ ბრძანებას და საოცრად ანსახიერებენ საკუთარ პერსონაჟებს, რაც ამ ფილმს მართლაც აუცილებლად სანახავს ხდის.


Loading...

  კომენტარები