მთავარი საკითხავი დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა

დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა

by guramus

დეილ კარნეგი – ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი. მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. კარნეგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.

დეილ კარნეგი (1888-1955) დაიბადა მისურში. ხელმოცარულ, ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. დეილი კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობის. იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ კარნეგმა თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში თვითდაჯერებული გახდა.

გთავაზობთ დეილ კარნეგის 10 შესანიშნავ ციტატას:

1. თუ გსურთ ბედნიერების პოვნა, შეეშვით მადლიერებასა და უმადურობაზე ფიქრს და ისიამოვნეთ შინაგანი ბედნიერებით, რომელიც საკუთარი თავის ერთგულებას მოაქვს.

2. არასოდეს არ შეეცადოთ ანგარიშების გასწორებას მტრებთან, რადგან ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ.

3. მოიქეცით ისე, როგორც გენერალი ეიზენჰაუერი: არასოდეს არ იფიქროთ არცერთი წუთით იმ ადამიანებზე, ვინც თქვენთვის არასასიამოვნოა.

4. არ გააკრიტიკოთ, არ განსაჯოთ, არ იწუწუნოთ.

5. გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე შეიძლება სრულიად მტყუანი იყოს. მაგრამ ის ასე არ ფიქრობს. ნუ განსჯით მას.

6. ისწავლეთ სხვა ადამიანის პოზიციაზე ყოფნა, რა უნდა მას და არა თქვენ. ვინც ამას შეძლებს მის გვერდით დადგება მთელი მსოფლიო.

7. თუ ადამიანი ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ, ამოშალეთ ის ნაცნობების სიიდან.

8. თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს, გააკეთე მისგან ლიმონათი.

9. იყავით დაკავებული. ეს ყველაზე კარგი სულიერი წამალია დედამიწაზე და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური.

10. მოიქეცით ისე, თითქოს უკვე ბედნიერი ხართ და შენ ნამდვილად გახდები უფრო ბედნიერი.

და ბონუსი:

ეცადეთ დაძლიოთ ისეთი სირთულეები, რომელიც წარმოუდგენლად მიგაჩნიათ. პირველ რიგში, დაძლიეთ საკუთარ თავში “ამის” შიში, დაისახეთ მიზნად და შედეგი აუცილებლად გექნებათ. ეს ყველაფერი თქვენ შეგძენთ მეტ გამოცდილებას და თავდაჯერებულობას. შემდგომში თქვენ მიერ დაძლეული “სირთულე” მოგეჩვენებათ უმარტივესად და უსუსურად, რაზეც ბევრს იხალისებთ.

თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში და გამოიწერეთ საიტის სიახლეები.