ჟან დე ლა ბრუიერი – ფრანგი ესეისტი და მორალისტი. მოღვაწეობდა მე-17 საუკუნეში.
ბოროტი ადამიანები ბუზებს ჰგვანან, რომლებიც ადამიანის სხეულზე დადიან და მხოლოდ მის წყლულებზე შეჩერდებიან ხოლმე.
დრო განამტკიცებს მეგობრობას და აუფერულებს სიყვარულს.
ადამიანებს სურთ,ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.
მხოლოდ ორი გზა არსებობს წარმატებისაკენ : თავდაუზოგავი შრომა და სხვების სიბრიყვე.
ადამიანისათვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. როცა იგი იბადება, ვერ აცნობიერებს ვერაფერს, სიკვდილისას იტანჯება, ხოლო სანამ ცოცხალია, ავიწყდება, რომ იცხოვროს.
სიცოცხლის შენახვას ადამიანები ყველაზე მეტად ცდილობენ და, ამავე დროს, ყველაზე მეტად სწორედ მას არ უფრთხილდებიან.
ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, მათთვის კი, ვინც აზროვნებს – კომედია.
ქალი უნდა გასინჯო, შეაფასო ისე, როგორც ზომავენ თევზს.თუ თევზის გაზომვისას მხედველობაში არ მიიღება თავი და კუდი, ქალის შეფასებისას არ უნდა გაითვალისწინო ვარცხნილობა და ფეხსაცმელი.
საცოდაობაა, როცა ადამიანს არც იმდენი ჭკუა აქვს, კარგად ილაპარაკოს და არც იმდენი გონიერება, რომ ენას კბილი დააჭიროს.
სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს.