მთავარი ჯანმრთელობა აი, რა მოუვა შენს ორგანიზმს, თუ ყოველ ღამე დალევ რძეს კურკუმათი: 8 საოცარი შედეგი

აი, რა მოუვა შენს ორგანიზმს, თუ ყოველ ღამე დალევ რძეს კურკუმათი: 8 საოცარი შედეგი

by Keti

ოქროს რძე ის არის, რასაც ნახევარი კოვზი კურკუმას ფხვნილისა და ერთი ჭიქა რძის შერევით ვიღებთ. ეს სასმელი საოცრად მოქმედებს ორგანიზმზე, სანამ შენ მშვიდად გძინავს. თუ მას ყოველდღე დალევ, ის გააძლიერებს შენს იმუნურ სისტემას, გაწმენდს ორგანიზმს ღვიძლის საშუალებით და სიმსივნის პრევენციაშიც კი დაგეხმარება.

ჩვენმა რედაქციამ მოიძია ამ სასმელის გამოკვეთილი დადებითი მხარეები, ახლა კი თავად გადაწყვიტეთ, ჩართავთ მას დღიურ რაციონში თუ არა.

1. ის გაწმენდს თქვენს ღვიძლს

დამტკიცებულია, რომ კურკუმა ღვიძლისთვის ძალიან სასარგებლოა. სხეულში ის გამწმენდივით იმოქმედებს და მოახდენს დაგროვილი ცხიმოვანი მჟავების დაგროვების პრევენციას. ოქროს სასმელი ანუ, კურკუმიანი რძე, ღვიძლისთვის არის საჭმლისა და ქიმიური ნივთიერებებისგან გაწმენდის საშუალება, ის რეგულარულად აღმოფხვრის იმ სუბსტანციებს, რომლებიც არ გვჭირდება. ამიტომაც ორგანიზმი თავისუფლდება არასაჭირო ნაერთებისგან.

2. შეამცირებს ორგანიზმში მიმდინარე არსებით პროცესებს

კურკუმას მთავარი კომპონენტი არის სუბსტანცია სახელად – კურკუმინი, რომელიც კვლევის მიხედვით, ფლობს ანთების საწინააღმდეგო უნარებს და კურნავს უკვე არსებულ ანთებებსაც. ეს ეხება ისეთ გავრცელებულ პრობლემებსაც, როგორიც არის ართრიტი,  კუჭ – ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეატიტი და სხვა. ერთი ჭიქა ,,ოქროს რძის” დალევის შემდეგ, კურკუმინის სასმელში არსებობა დაბლოკავს იმ გარკვეულ ფერმენტებს, რომლებიც იწვევს ანთებით პროცესებს სხეულში და ზრდის სიმსივნური წამონაზარდების რაოდენობას.

3. ორგანიზმი უკეთესად შეებრძოლება ბაქტერიებს

შენ მიიღებ ანტიბიოტიკურ ზრდას. კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმას ანტიბიოტიკური უნარები აქვს, რომლებიც ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს – შედეგად უკეთ ინკურნება გაციება და ყელის ტკივილი.

4. ორგანიზმი უკეთ იქნება აღჭურვილი კიბოსთან საბრძლველად

კურკუმა შენს ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. კვლევა აჩვენებს, რომ კურკუმა ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, რაც წარმოქმნის თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში, ეს კი თავის მხრივ იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა კიბო. ეს არამხოლოდ კიბოს პრევენციას ახდენს, არამედ ებრძვის კიდეც მის განვითარებას. ახალი კვლევა ამბობს, რომ როცა შენ იღებ კურკუმას, ეს გაცილებს კანცეროგენურ უჯრედებს, რაც კიბოს ზრდას უშლის ხელს.

5. დაიწყებ წონაში კლებას

კურკუმა არამხოლოდ მეტაბოლიზმს აჩქარებს, არამედ ორგანიზმს ცხიმების სწრაფად წვაში ეხმარება. კურკუმას რძეს დადებითი გავლენა აქვს წონის კლების პროცესზე. ახალი კვლევის მიხედვით, როცა ამ სასმელს რეგულარულად ვიღებთ, ის ამცირებს ცხიმების დაგროვებას სხეულში – გარდაქმნის მას ეფექტურ ნაერთებად და ეხმარება ადამიანს დიეტის დაცვაში.

6. შენი გული გახდება ძლიერი და ჯანმრთელი

კურკუმა ზღუდავს ციტოკინეზის გამოყოფას შენს ორგანიზმში. ციტოკინეზი არის სუბსტანცია, რომელივ იწვევს ანთებებს და კარდიოვარსკვლავურ დაავადებებს. კურკუმას რძის მიღება ყოველ ღამე, დაგეხმარება გულის პრობლემების განვითარების პრევენციაში.

7. შენი ტვინი გახდება უფრო ჯანსაღი და მეტად ფხიზელი

ორგანიზმში გაიზრდება ტვინიდან მიღებული ნეიროტროფული ფაქტორი, ანუ სიბსტანცია, რომელიც ტვინში ზრდის ნერვულ კავშირებს და ამცირებს დეგენერაციული მდგომარეობის განვითარების რისკს, როგორიცაა, ალცჰეიმერი.

8. გაუმჯობესდება შენი იმუნური სისტემა

კურკუმინი, რომელიც შედის კურკუმაში არის ძლიერი აგენტი, რომელიც ააქტიურებს დამცავ ქიმიურ ნაერთებს და მათ ბუნებრივ მკვლელ აგენტებად აქცევს. შედეგად, იმუნური სისტემა უფრო ძლიერი ხდება და წარმატებით ებრძვის უცხო სხეულებს.

9. ძვლები უფრო გაძლიერდება

კურკუმა ახდენს ძვლების გათხელების პრევენციას 50%ით. პლუს ამას, კალციუმით მდიდარი რძე, რომელიც სავსეა D ვიტამინით და შერეულია ნახევარ ჩაის კოვზ კურკუმასთან – ეს ნარევი ემსახურება ძვლების ტონუსში მოსვლას.

დაგილევიათ ოდესმე რძე კურკუმათი? ,,ოქროს რძის” რომელი სასარგებლო თვისების გჯერათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს სასარგებლო სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!