ტომ ჰენკსმა ფორესტ გამპში მონაწილეობის გადაწყვეტილება სცენარის წაკითხვიდან საათნახევრის გასვლის შემდეგ მიიღო. მან ფილმში თამაშის სანაცვლოდ თანხის ხელფასის სახით აღებაზე უარიც კი განაცხადა. ამის მაგივრად მან ფილმის მიერ მოტანილი საერთო შემოსავლიდან მოგების წილის პროცენტი მოითხოვა. თუმცა, ეს არ გახლავთ ერთადერთი უცნობი და საინტერესო ფაქტი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ:
წიგნს ფორესტის შესახებ გაგრძელებაც აქვს, რომელიც ფილმის გამოსვლის შემდეგ დაიწერა. მეორე წიგნში გამპი მსახიობ ტომ ჰენკს ხვდება. ჰენკსმა თვითონ თქვა უარი მეორე ფილმში მონაწილეობაზე, რადგან მისი აზრით სექუელი ყველაზე ცუდი რამეა, რაც კი შეიძლება კინოს გაუკეთო.
როდესაც ფორესტ გამპის სირბილის სცენებს იღებდნენ ქვეყნის გარშემო, ტომ ჰენკს პერიოდულად სხვა ადამიანი ცვლიდა. ეს ადამიანი მისი ძმა ჯიმ ჰენკსი იყო, რომელიც ტომის დუბლიორი გახდა.
ბურთი, რომელსაც გამპი მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ იყენებდა, სინამდვილეში არარეალურია. ის დახატული იყო კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით, რათა ყოველთვის მოხვედროდა ჩოგანს.
როდესაც ფორესტს ამ თამაშს ასწავლიდნენ, მას ურჩიეს რომ არასდროს მოეშორებინა თვალი ბურთისთვის. სწორედ ამიტომ არასდროს არ ახამხამებს იგი თვალებს თამაშის დროს.
თუმცა, ყველა ფორესტის ფოტოზე, რომელსაც ფილმში ხედავთ, მისი თვალდახუჭული გამოსახულებაა.
ტომ ჰენკსი ხელფასის მაგივრად კონტრაქტის მიხედვით ფილმის შემოსავლების პროცენტის მიღებამ 40 მილიონი დოლარით გაამდიდრა. მან ასევე ფილმში მონაწილეობის პირობათ მოითხოვა ისიც, რომ მისი გადაღებისას რეალური ფაქტები უცვლელად წარმოეჩინათ.
ფრაზა ” ჩემი სახელია ფორესტ გამპი, ხალხი მეძახის ფორესტ გამპს” ტომ ჰენკსის მიერ იყო მოფიქრებული გადაღებისას. საბოლოოდ ეს ფრაზა ფილმში დარჩა, რადგან რეჟისორს ძალიან მოეწონა.
მსახიობი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის დედის როლს ასრულებს, ტომ ჰენკსზე მხოლოდ 10 წლით უფროსია.
ფილმში ამბობენ რომ მთავარ გმირს ნათან ბედფორდ ფორესტის გამო დაარქვეს მისი სახელი. ეს ნამდვილი ადამიანი გახლავთ, რომელიც ამერიკული ჯარის გენერალი იყო. ერთ დროს მას ბრალს სდებდნენ დიდი ოდენობით შეუიარაღებელი ფერადკანიანი ჯარისკაცების მკვლელობაში სამოქალაქო ომის დროს. ამის დასრულების შემდეგ ფორესტი ერთ-ერთი ინიციატორი გახდა კუ კლუქს კლანის შექმნის.
როდესაც კოლეჯში შედის, ფორესტი ახსენებს “გუბერნატორის მუქარებს”. იგი ლაპარაკოს იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც 1963 წელს მოხდა. ალაბამის უნივერსიტეტმა პირველად მიიღო 3 ფერადკანიანი სტუდენტი სასწავლებლად. მათთვის უარის თქმა არ შეეძლოთ რადგან საბუთები წესრიგში ჰქონდათ. თუმცა, რასისტობის გამო ალაბამის გუბერნატორმა ჯორჯ ვოლასმა თვითონ დაბლოკა სტუდენტების შესასვლელი, რათა ფერადკანიანი სტუდენტები კოლეჯში არ შეეშვა. ეს სიტუაცია საბოლოოდ პრეზიდენტი კენედის ჩარევის შედეგად განიმუხტა.