მთავარი ჯანმრთელობა როგორ მოვიშოროთ ოფლიანობა თეძოების შიდა მხარეს

როგორ მოვიშოროთ ოფლიანობა თეძოების შიდა მხარეს

by guramus

თეძოების შიდა მხარეზე ოფლიანობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა, თან არამხოლოდ საზაფხულო. მაგრამ, სწორედ ზაფხულის პერიოდშია ის ყველაზე მეტად გავრცელებული. სიცხისგან გაღიზიანება უფრო საგრძნობია, რის გამოც ყოველ წუთს დისკომფორტს ვგრძნობთ.

ამ პრობლემას ეჯახებიან აეამხოლოდ ჭარბწონიანი ადამიანები, არამედ სპორტსმენებიც და ისინიც, ვინც აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს. ამ დისკომფორტის გამო ისინი ხშირად ვერ ცხოვრობენ სიცოცხლის სრული სისავსით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საშუალებას ფეხის ოფლიანობის წინააღმდეგ, რონლებიც პრპბლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან.

როგორ მოვიშოროთ ოფლიანობა

პირველ რიგში, რაც ყველაზე ნათელია, სპეციალური საშუალებები უნდა მოიმარაგოთ, ხახუნის თავიდან ასარიდებლად. ისინი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და აარჩიოთ სპეციალურ სპორტულ მაღაზიებში პირადი გარემოებების მიხედვით. კონსულტანტი ამ კუთხით თქვრნს დახმარებას შეძლებს.

არსებობს თეძოებისთვის განლითვნილი ბანდაჟები და ასაკრავები, რომლებიც სპეციალურად ამ. პრობლემის გადაწყვეტისთვის არიან შემნილნი. მსგავსი ნივთის ბევრ სხვადასხვანაირ ვარიაციას შეხვდებით. გოგოებს შორის უფრო პოპულარული გახდა თხელი ელასტიური ასახვევები გაფორმებული ელეგანტური მაქმანით. ისინი სამოსის ქვეშ უჩინარდებიან და გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველებუ ხდებიან. მისი ტარებისას გოგონა თავს გაცილებით მიმზიდველად და თავდაჯერებულად იგრძნობს.

თუ მსგავსი ასახვევების გამოყენება არაკომფორტული გეჩვენებათ, კარგი ალტერნატივაა სწორი თეთრეული. პირველ რიგში ეს უნდა იყოს ან პანტალონები ან მოკლე შორტები. მეორე რიგში თეთრეული აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ქსოვილისგან და სზეულს სუნთქვის საშუალებას აძლევდეს. მესამე რიგში, აირჩიეთ თეთრეული ზომით უფრო მკაცრი და არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ მაკორექტირებელი თეთრეული, ისინი სიტუაციას გააუარესებენ.

კიდევ ერთი ძველო მეთოდი თეძოების გაოფლიანების წინააღმდეგ ტალკია. უბრალოდ წაისვით კანზე იქამდე, სანამ ჩაიცმევთ და არანაირი გაოფლიანება არ შეგაწუხებთ.

დახმარება დეოდორანტსაც შეუძლია. ბევრი იყენებს მათ არამხოლოდ იღლიებისთვის, არამედ სხეულის სხვა ზონებისთვისაც, რომლებიც ასევე ოფლიანდებიან. სწორი დეოდორანტი არამხოლოდ გიხსნით თეძოების გაოფლიანებისგან, არამედ სიმსუბუქის და სინოტივის შთაბეჭდილებასაც შეგიქმნით.

ასევე, ცოტამ თუ იცის, რომ ფეხებზე ოფლიანობას ეფექტურად ქოქოსის ზეთიც ებრძვის. ის კანში სწრაფად იწოვება და ოფლის წარმოშობას აფერხებს, ასევე მოგიხსნით გაღიზიანებას, თუ ის თქვენს კანზე უკვე არსებობს.