მთავარი სილამაზე როგორ გავიგოთ საკუთარი სახის კანის ტიპი (მახასიათებლები და ტესტი)

როგორ გავიგოთ საკუთარი სახის კანის ტიპი (მახასიათებლები და ტესტი)

by guramus

კანი რომ იდეალური იყოს მას 24/7 რეჟიმზე უნდა მოვუაროთ. გახსოვდეთ, ძალისხმევა უშედეგო იქნება თუ კოსმეტიკა თქვენი კანის ტიპს არ შეეფერება. დაგეხმარებით გარკვევაში.

კანის ტიპის მახასიათებლები

კანის ტიპი გენეტიკურადაა განსაზღვრული, თუმცა ის შეიძლება იცვლებოდეს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა გარემოებებით:

  • ჰორმონალური ცვლილებები სქესობრივი მომწიფებისას, ორსულობა, მენოპაუზის პერიოდი;
  • კლიმატის სწრაფი ცვლილება;
  • ცხოვრების წესის გავლენა და კვებითი ჩვევები.
  • სტრესის შედეგად, რომელსაც უმრავლესობა ვეღარც ამჩნევს.

ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას და სწორად შეარჩიეთ მოვლის საშუალებები.

როგორ დავადგინოთ ამ წუთას რომელი ტიპის კანი გვაქვს? გაიწმინდეთ სახე, დასხედით სარკის წინ და დააკვირდით.

ნორმალური კანი

მასზე არაა შესამჩNევი ნაკლოვანებები::

  • ფერი — ერთგვაროვანი, რელიეფი — თანაბარი;
  • კანის ტექსტურა — არ პრიალებს, დამჯდარი, მსუბუქი ნათებით.

გაგიმართლათ, ნორმალური კანისთვის უცნობია სიმშრალე და გაღიზიანება. მასზე არ წარმოიქმნება შავი წერტილები და ცხიმოვანი ბზინვარება.

მშრალი კანი

შეუიარაღებელი კანისთვისაც შესამჩნევია, რომ ის თხელი და ნაზია. მასზე პრაქტიკულად არ ჩანს ფორები. გარკვეულ ასაკამდე ლამაზი ფაიფურისებრი კანი არცერთი მუწუკით – ნამდვილი ღირსებაა.

მაგრამ, მშრალი კანი ხშირად არის მგრძნობიარე, რადგანაც მას არ ჰყოფნის ლიპიდები, რომლებიც ეპიდერმისის ზედაპირზე მავნებლებს შეებრძოლებიან.

კლიმატური ფაქტორების ზემოქმედებით ან არასწორად შერჩეული კოსმეტიკით ის მარტივად განიცდის გაუწყლოებას და წითლდება. ამასთან, მშრალი კანი სწრაფად ჭკნება. ექიმები დაბერების მსგავსს ტიპს წვრილად დანაოჭებულს უწოდებენ.

ცხიმიანი კანი

ცხიმიანი კანის ტიპი სქელი ჩანს და სარკის გადიდების გარეშეც შევამჩნევთ მასზე გაფართოებულ ფორებს და შავ წერტილებს. მისი თანამგზავრები არიან:

  • ზედმეტი ბზინვარება;
  • არათანაბარი ტექსტურა;
  • სახის ფერმკრთალება;
  • ხშირად გაჩენილი გამონაყარი.

ცხიმიანი კანი შეიძლება იყოს გაუწყლოებული და მგრძნობიარეც, განსაკუთრებით აგრესიული მოვლის დროს. ნუ გამოიყენებთ ხშირად სპირტიან ტონიკებს, სკრაბებს და რეთინოლს.

ყველაფერ ამას წონის ერთი დიდი პლუსი: ცხიმიანი კანი გაცილებით ნელა ბერდება და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი არაა.

კომბინირებული კანი

ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ცხიმიანი კანის ნიშნებს მოიცავს T ზონაში: ცხვირი, შუბლი, ნიკაპი, ხოლო მშრალის ან ნორმალურის U ზონაში: ლოყები და ყვრიმალები. მსგავსი კანის მოვლა ასევე კომბინირებული უნდა ყოს. მთავარია სწორად აარჩიოთ საშუალება სახის ყოველი ნაწილისთვის.

მგრძნობიარე კანი

მგრძნობიარე, ანუ ცუდად დაცული აგრესიული გარე ფაქტორებისგან. შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის კანი – მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური ან კომბინირებული.

მსგავსი ტიპის მახასიათებლებია – მწვავე რეაქცია კლიმატის ან კოსმეტიკის ცვლილებაზე, ახალ საკვებზე, სტრესზე, ალკოჰოლზე: სახე წითლდება, ნიკაბსა და ლოყებზე ჩნდება სიმშრალე და იწვევს ქავილს.

ტესტის კანის ტიპის დადგენაზე

თუ მაინც ეჭვობთ, ჩაიტარეთ ტესტი.

А

  • კანი არ პრიალებს, ვერ ამჩნევთ ცხიმიან ბზინვარებას.
  • დაბანის შემდეგ შებოჭილობის გრძნობა არ გაქვთ.
  • გამონაყარი და ანთება არ გაწუხებთ.
  • სეირნობის შემდეგ სახის კანი არ წითლდება.

B

  • გამონაყარი არ გაქვთ.
  • დაბანის შემდეგ შებოჭილობის შეგრძნება გაქვთ.
  • ზოგიერთი საკვები პროდუქტის მიღებას კანი სიწითლით პასუხობს.
  • მზეზე ან ქარში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ კანი აქერცვლას იწყებს.

C

  • გამონაყარი და შავი წერტილები — თქვენი მუდმვი თანმდევები არიან.
  • უკვე ყველა მეთოდით სცადეთ ცხიმიან ბზინვარებასთან შებრძოლება, მაგრამ უშედეგოდ.
  • გაფართოებული ფორები შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალისთვისაც.
  • გაწმენდის შემდეგ კანი ბზინვარებას იწყებს.

D

  • კანი ლოყებზე, საფეთქელზე და თვალების გარშემო ხშირად იქერცლება.
  • შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზე შავი წერტილები გაქვთ.
  • Т-ზონაზე აღგენიშნებათ ცხიმოვანი ბზინვარება.
  • თვეში ერთხელ ნიკაპზე, ცხივრსა და შუბლზე ჩნდება გამონაყარი.

რომელ განყოფილებაზე დაგიგროვდათ ყველაზე მეტი თანხმობა?

  • А — ნორმალური კანის ტიპი.
  • B — მშრალი კანის ტიპი.
  • C — ცხიმიანი კანის ტიპი.
  • D — კომბინირებული კანის ტიპი.