მთავარი სილამაზე 7 რეცეპტი კვერცხით: როგორ აღვადგინოთ თმა სახლის პირობებში

7 რეცეპტი კვერცხით: როგორ აღვადგინოთ თმა სახლის პირობებში

by guramus

ქალები ნებისმიერ ასაკში ოცნებობენ მდიდრულ თმაზე. ზოგიერთს ბზინვარების შემატება სურს, ზოგს ფორმის, ზოგი კი ღელავს, რომ ნელა ეზრდება. ამ პრობლემების აღმოფხვრა კვერცხის ნიღბით შეიძლება, რომელსაც სახლში მოამზადებთ.

რაშია კვერცხის ნიღბის საიდუმლო? კოსმეტიკური ეფექტით გამოირჩევა ცილაც და გულიც. კვერცხი ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც ქერტლის გაჩენას ებრძვიან. ლეციტინი იცავს თმას დაზიანებისგან და აღადგენს მას. ამიტომაც, კვერცხის ნიღბები იდეალურად უხდება შეღებილ და დაზიანებულ თმას.

კვერცხის გული შეიცავს ვიტამინ В3-ს და პოზიტიურ გავლენას ახდენს თმის სიგრძის ზრდაზე. ასევე, ის თმას ეხმარება უფრო ჯანსაღად და ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს. ცილა თავის მხრივ, თმის ფოლიკულებს სიძლიერეს მატებს და თმა უფრო სქელი ხდება.

ნიღბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მთლიანი კვერცხიც, ისინი თმის ცვენას შეაფერხებენ. თუ თავის კანი ცხიმიანია, მხოლოდ კვერცხის გული გამოიყენეთ. მხოლოდ ცილა იმ შემთხვევაში, თუ თმა მშრალია.

ნიღბები კვერცხით

1. ნიღაბი თაფლით

ეს ნიღაბი მშრალ და მტვრევად თმას უხდება. ის კარგად კვებავს მათ და აჩქარებს ზრდას.აურიეთ 2 ს.კ. თმის ბალზამი, 2 ს.კ. თხევადი თაფლი, კვერცხის გული და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე, დაიდეთ თავზე და გაიჩერეთ 15-20 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. კვერცხი + რძე

ეს ნიღაბი დაატენიანებს თმას და აბრეშუმისებრს გახდის. ათქვიფეთ 1 კვერცხი და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა რძე. აჯობებს სახლის რძე, მასში უფრო დიდი რაოდენობით ვიტამინი და მინერალია. ნიღაბი დაიდეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ.

3. კვერცხი + ლიმნის წვენი
ნიღაბი ლიმნით კარგია ნათელი თმისთვის, რომელმაც ფერი და ბზინვარება დაკარგა. მის გასაჯანსაღებლად და ჯასნაღი იერის მისაცემად აურიეთ ათქვეფილი კვერცხი და 1 ლიმნის წვენი. დაიდეთ, ჩამოიბანეთ და დატკბით შედეგით. თუ მშრალი თავის კანი გაქვთ, ეცადეთ ნიღაბი კანზე არ დაიდოთ.

4. კვერცხი + ყავისფერი შაქარი

მუქი ფერის თმის მფლობელებისთვის განსაკუთრებული რეცეპტი გაქვს. ელფერის გასაუმჯობესებლად და ბზინვარების შესამატებლად ათქვიფეთ კვერცხი 3 ს.კ. ყავისფერ შაქართან.

5. კვერცხი + ბანანი

ნახევარი ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. დაიდეთ თმაზე 20-30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი მშვენივრად კვებავს თმას, აძლიერებს მას, რეგულარული გამოყენებისას კი ასქელებს. საუკეთესოდ გამაოდგებათ თხელი და მტვრევადი თმის პატრონებს.

6. კვერცხი + თმის ზეთი “Burdock”

თმა რომ აქტიურად გაიზარდოს, ეს ნიღაბი გამოიყენეთ. მნიშვნელოვანია იპოვნოთ კარგი და ხარისხიანი ზეთი დანამატების გარეშე. აურიეთ ათქვეფილ კვერცხთან, დაიდეთ თმაზე და დაიტოვეთ 20 წუთით პირსახოცშემოხვეულებმა. თუ რეგულარულად გამოიყენებთ, თმის ზრდა გაუმჯობესდება.

7. კვერცხი + კონიაკი + ზეითუნის ზეთი

აურიეთ ეს ინრგედიენტები, გამოიყენეთ ნიღაბი რეგულარულად და შეამჩნევთ როგორ გაძლიერდება თმა და ჯანსაღ იერს შეიძენს. ჯანსაღი ფერი, ბზინვარება და აქტიური ზრდა: ყველაფერი 1 ნიღბის შემდეგ.

ესენი კვერცხისგან დამზადებული ყველაზე პოპულარული ნიღბებია. შეგიძლიათ დაამტოთ სხვა კომპონენტებიც: ვაშლის ძმარი დატენიანებისთვის, მაიონეზი კვებისთვის, აბუსალათინის ზეთი ქერტლის საწინააღმდეგოდ… შეგიძლიათ დაამზადოთ ნიღაბი მხოლოდ კვერცხისგან, სარგებელი ნაკლები ნამდვილად არ იქნება. ამოირჩიეთ შესაფერისი ვარიანტი და აიხდინეთ ოცნება.