მთავარი ჯანმრთელობა ართრიტის 3 ნიშანი და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

ართრიტის 3 ნიშანი და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

by guramus

გსმენიათ რევმატიზმზე? გამოგიცდიათ მისგან გამოწვეული ტკივილი ფეხებში? გამოვიკვლიოთ რა არის ის და მოვახდინოთ მისი პრევენცია, რათა ტკივილი თავიდან ავირიდოთ.

ადრე, ამ მდგომარეობას “მეფეების დაავადებას” უწოდებდნენ, რადგანაც დაკავშირებული იყო ძვირადღირებული საკვების მირთმევასთან და ღვინის დალევასთან, რაც რიგითი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. დღეს ის გაცილებით ფართოა, მაგრამ რა არის?

რევმატიზმი არის ართრიტის ფორმა რომელიც დაკავშირებულია სისხლში შარდმჟავას მაღალ ხარისხთან. ექსპერტების აზრით, ის მხოლოდ აშშ-ში 8 მილიონ ადამიანზე ვრცელდება.

კაცებში უფროა ის განვითარებული, ვიდრე ქალებში. განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან მამაკაცები, რომლებსაც მაღალი სისხლის წნევა ან ზედმეტი წონა აქვთ.

რა იწვევს

ართრიტის დროს დიდი რაოდენობით შარდმჟავა სისხლში კრისტალებად ყალიბდება და სახსრებს მოიცავს. ყველაზე გავრცელებული ადგილი, სადაც ეს ხდება დიდი თითია. რევმატიზმის შეტევა გრძელდება 3-დან 10 დღემდე, მაგრამ პირველი დღეები ყველაზე მტკივნეულია.  შესაძლოა გაიაროს წამლების გარეშეც, მაგრამ მორიგი შეტევა რამდენიმე თვეში ან წელში განმეორდება. შეგიძლიათ გაესაუბროთ ექიმს სისხლის და შარდის ტესტების შესახებ რათა გაიგოთ ართრიტის შესაძლო რისკის შესახებ.

სიმპტომები

გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები:

  1. ინტენსიური და უეცარი ტკივილი სახსრებში.
  2. სახსარი შეიძლება გახდეს თბილი და წითელი.
  3. სახსრის გაშეშება და შეშუპება.

მკურნალობის გარეშე მან შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები. შარდმჟავას კრისტალები სახსრების და თირკმლის პრობლემებამდე მიგიყვანთ.

როგორ მოვახდინოთ პრევენცია

ჯანსაღი ცხოვრების სტილი ეფექტური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თუ მიდრეკილი ხართ ართრიტისკენ ან ოჯახში გავრცელებულია ის, დაიცავით პურინის დაბალი შემცველობის დიეტა. ცხიმები და ზოგიერთი საკვები მაღლა წევს შარდმჟავას დონეს, განსაკუთრებით კაცებში.

საკმარისი წყლის დალევაც აუცილებელია. ზედმეტი წყალი გეხმარებათ გამოიდევნოს შარდმჟავა სხეულიდან.

ერთი კვლევის მიხედვით ადამიანები, რომლებსაც ართრიტის დიაგნოზი აქვთ, 35%-ით ნაკლებია შანსი მიიღონ ართრიტის შეტევა, თუ მოიხმარენ ალუბალს და ალუბლის ექსტრაქტს. ექიმები ამ ხილს რეკომენდაციას უწევენ, რათა დაეცეს შარდმჟავას რაოდენობა სისხლში.

ართრიტის შეტევა მაშინაც ხდება, როცა არ ელი. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში პრევენციას ექვემდებარება. სწორი მოვლით და მკურნალობით ანთება და ტკივილი რამდენიმე დღეში გაქრება, მაგრამ შესაძლოა სხვა დროს კიდევ დაბრუნდეს. ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ჩვევები და დიეტა მისი გაუარესებისგან ნამდვილად დაგიცავთ.