მთავარი ჯანმრთელობა 9 სიმპტომი სისხლში შაქრის მაღალ შემცველობაზე: რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება?

9 სიმპტომი სისხლში შაქრის მაღალ შემცველობაზე: რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება?

by guramus

ალბათ გსმენიათ სისხლში შაქრის შემცველობის შესახებ, მაგრამ რას ნიშნავს ის, როცა საკუთარ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ? შაქარი და გლუკოზა სხეულის საწვავს ჰგავს, სხვა სიტყვებით გვეხმარება ვიყოთ აქტიურები და ენერგიულები.

სისხლში შაქრის დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვჭამთ. მაგრამ, ხანდახან სხეული ისე არ ფუნქციონირებს, როგორც უნდა იყოს, აფერხებს შაქრის სწორად შთანთქმას. შაქრის დონე იწევს და შედეგად ვიღებთ დასიანებულ სისხლძარღვებს, ორგანოებს და ნერვებს. ეს მდგომარეობა შესაძლოა გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ფორმაში, კერძოდ დიაბეტში.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ის. აშშ-ში 29 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება დიაბეტი და უმრავლესობამ ამის შესახებ არც კი იცის. ჩვენ დაგეხმარებით ამოიცნოთ ის დასაწყისშივე, რათა პრობლემებს გაექცეთ.

სისხლში შაქრის აწევის სიმპტომები

სიმპტომები ფართოდ ვითარდება. არსებობსს საერთო ნიშნები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

1. ბევრს სვამთ და ბევრს შარდავთ. სხეული ცდილობს გათავისუფლდეს შაქრისგან, ამიტომაც ბევრის დალევა გიწევთ და შედეგად ხშირად შარდავთ.

2. ყოველთვის დაღლილი ხართ. სხეული ვერ იღებს საკმარის ენერგიას, თავს გამოფიტულად გრძნობთ.

3. მხედველობა გიუარესდებათ. დიაბეტი იწვევს გამოსახულების დაბლარვას და აზიანებს თვალის ჯანმრთელობას.

4. გრძნობთ ტკივილს კიდურებში. დიაბეტმა იცის მგრძნობელობის დაკარვა ხელებსა და ფეხებზე.

5. შესაძლო ინფექცია ფეხზე. მგრძნობელობის დაკარგვასთან ერთად შესაძლოა განვითარდეს წყლული ან ტრავმა, რაც დიდ პრობლემად იქცევა.

6. ზიანდება თქვენი თირკმელი. თირკმელი წესით სისხლს უნდა წმენდდეს, ითავსებდეს ერთგვარ ფილტრის ფუნქციას. შაქრის შემთხვევაში მას ბევრი მუშაობა უწევს.

7. იზრდება რისკი გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების.

8. შესაძლოა მიგვიყვანოს შარდის ბუშტის პრობლემებამდე. ორგანიზმის უძლური ხდება ებრძოლოს პრობლემებს საშარდე გზებში. ხანდახან აზიანებს ნერვებს და იწვევს შარდის ბუშტის ზედმეტ გააქტიურებას.

9. კანი გიშრებათ და გამონაყარი იჩენს თავს. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ეფექტს ახდენს კანზე და იწვევს მის დაინფიცირებას.

რეგულარული შემოწმება განამტკიცებს თქვენს ჯანმრთელობას. გაესინჯეთ ექიმს, რომელიც შეგატყობინებთ თუ როგორ წესრიგში გაქვთ შაქრის რაოდენობა სისხლში.