ბავშვობაში არავინ ოცნებობს გამელოტებაზე. მაგრამ, უმრავლესობა ჩვენგანს სურს იყოს დამოუკიდებელი, გამოიმუშაოს ბევრი ფული და იყიდოს ის, რაც მოესურვება. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს, ყოველ შემთხვევაში კაცებისთვის. გვარწმუნებენ მეცნიერები.
საინტერესოა, რომელი სამსახური მიგიყვანთ გამელოტებამდე და რა შეგიძლიათ გააკეთოთ თმის შესანარჩუნებლად:
თუ დღეში 100 თმის ღერზე მეტს კარგავთ, რაღაც წესრიგში არ არის.
ნორმალურია ყოველდღე ცოტაოდენი თმის დაკარგვა. ბრიტანული დერმატოლოგიური ასოციაციის მიხედვით, არ ღირს პანიკის ატეხვა თუ დღის მანძილზე ას ღერამდე თმა გცვივათ. მაგრამ, თუ შეამჩნევთ, რომ თმაზე ხელის მოსმის შემდეგ მთელი ბღუჯა ღერები ხელზე გრჩებათ, გამელოტების ნიშნები სახეზეა.
ამ პრობლემას ბევრი ფაქტორი იწვევს, მათ შორისაა მუშაობა. გვიანობამდე სამსახურში ყოფნა, ლანჩი სამუშაო მაგიდაზე, დილით ოფისში პირველი მისვლა – ეს ყველაფერი შესაძლოა დადებითად ისახება თქვენს ჯიბეზე, მაგრამ არა თავის ქალაზე. უახლესი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშობენ, უდიდესი შანსია შეუერთდნენ ჰოლივუდის ისეთ ვარსკვლავთა რიგებს, როგორებიც არიან: ჯეისონ სტეტჰემი, ვინ დიზელი, ბრიუს უილისი და თვადაც მელოტი მამაკაცები გახდნენ.
კვირაში 52 საათზე მეტხანს მუშაობა ცუდი გადაწყვეტილებაა.
ამ თეორიის დასამტკიცებლად სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა 13,391 კაცი გამოიკითხეს 20 წლიდან 59 წლამდე. მონაწილეები სამ ჯგუფად გაყვეს: ისინი, ვინც მუშაობდნენ 40; 40-52 ან 52 საათზე მეტხანს კვირაში. თავდაპირველად არცერთს არ აღენიშნებოდა თმის ცვენა.
4 წლის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიდხნიანი სამუშაო საათები ალოპესიას იწვევს. ის პროპორციულად იზრდება სამუშაო საათების ზრდასთან ერთად.
ჩვენს იმუნურ სისტემას შესაძლოა თმის ფოლეკულებმა სტრესის გამო შეუტიონ.
სამსახურთან დაკავშირებული სტრესი ამ შემთხვევაში დამნაშავეა. წინა კვლევებმა აჩვენეს, რომ გრძელი სამუშაო საათები სტრესს იწვევს და სტრესს შეუძლია შეკუმშოს ჩვენი თმის ფოლეკულები იმ ფაზაში, საიდანაც თმა ზრდას წყვეტს. იმის მაგივრად, რომ თმის ღერი სრულფასოვნად გაიზარდოს, ის წყდება და ვარდება.
ამ მდგომარეობას შეუძლია თმის ზრდა საერთოდ შეწყვიტოს.
სამუშაო საათების შემცირებამ შესაძლოა გიშველოთ.
ეცადეთ შეამციროთ სამუშაო დრო და დასვენების საათები გაზარდოთ. თუ შეამჩინიეთ, რომ ძალიან გადაიტვირთეთ, გაესაუბრეთ ბოსს. ასისტენტის აყვანაც კარგი გამოსავალია ან საქმის კოლეგისთვის განაწილება.
თქვენ რამდენს მუშაობთ? რას ამჯობინებთ, კარიერას თუ თმას? გაუზიარეთ გადატვირთულ მეგობრებს!