მთავარი ჯანმრთელობა სანამ საწოლიდან ავდგები, ამ მოძრაობებს ვაკეთებ ხოლმე. უკვე მე-7 დღეა ფანტასტიურად ვარ.

სანამ საწოლიდან ავდგები, ამ მოძრაობებს ვაკეთებ ხოლმე. უკვე მე-7 დღეა ფანტასტიურად ვარ.

by guramus

დილით ვარჯიში შესაძლებელია იქამდე, სანამ ადგებით. ეს კარგ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ. თავს ზედმეტი ვარჯიშითაც არ დატანჯავთ. მარტივი და სწრაფი მიძრაობები შეგიძლიათ შეასრულოთ საწოლშივე. ასე ადგომა გაგიადვილდებათ და მთელი დღე ენერგიით სავსე იქნებით.

1. პეპლის პოზა

ეს მშვენიერი პოზიციაა რელაქსაციისთვის, მედიტაციისთვის და ბალანსის შეგრძნებისთვის.

1. სანამ ზურგზე წევხართ, ამოისუნთქეთ და მოხარეთ მუხლები.

2. ფეხის ტერფები ერთმანეთს უნდა ეხებოდნენ.

3. ერთი ხელი მუცელზე დაიდეთ, მეორე მკერდზე.

4. ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა ცოტახანი და შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ.

5. გაიმეორეთ 10-ჯერ.

2. დაჭიმვა სიძლიერისთვის

ეს ძალიან ეფექტურია. აძლიერებს მიცელს, ზურგს და მხრებს.

  1. აიწიეთ მუცელზე და დაეყრდენით იდაყვებს.
  2. სხეულით სწორი ხაზი უნდა გააკეთოთ თავიდან ფეხებამდე.
  3. გაჩერდით 20 წამი.
  4. დაისვენეთ 30 წამი.
  5. გაიმეორეთ 3-ჯერ.

3. ბედნიერი ბავშვის პოზა

დაგეხმარებათ ფეხების და ზურგის გაძლიერებაში.

  1. დაწექით ზურგზე.
  2. აწიეთ ფეხები მაღლა, დატოვეთ უკანალი მატრასზე.
  3. მოკიდეთ ხელები ფეხებს და მიიტანეთ მუხლები მკერდთან
  4. გაჩერდით ამ პოზაში 5 – 10 ამოსუნთქვა.

4. ნახევარი ხიდი

გააძლიერებს და გაწელავს მთელ სხეულს.

  1. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მაღლა.
  2. აწიეთ დუნდულები, იქამდწ სანამ სწორ ხაზს არ მიიღებთ.
  3. გაჩეედით 30 წამი და შემდეგ ნელა დაეშვით.
  4. გაიმეორეთ სამჯერ.

5. ფეხის აწევა

კუნთებს გააძლიერებს და ცირკულაციას გააუმჯობესებს.

  1. დაწექით ზურგზე. ხელები გვერდით სწორად დააწყვეთ.
  2. აწიეთ მარჯვება ფეხი, ისე რომ 90 გრადუსი შეადგინოს.
  3. ნელა დაუშვით დაბლა.
  4. გაიმეორეთ 10-ჯერ ორივე ფეხით.

6. გაავარჯიშეთ კისერი და მხრები

თუ დიდ დროს კომპიუტერთან ატარებთ, ეს ვარჯიში განსაკუთრებულად გჭირდებათ. გადაწიეთ თავი ხელის მეშვეობით სხვადასხვა მხარეს, მეორე ხელით გეკავოთ კისერი.

ასევე შეგიძლიათ:

  1. დაჯდეთ, გაასწოროთ ზურგი და აწიოთ მარცხენა ხელი თავზე.
  2. მოხაროთ ის იდაყვში ისე რომ მარცხენა ხელი იყოს თავზე, მარჯვენა ყურთან.
  3. აიღეთ მარცხენა იდაყვი და მიაწექით თავს. გაჩერდით 20წამი.
  4. გაიმეორეთ სამჯერ ორივე ხელით.

7. დაასრულეთ ცხვირიდან სუნთქვით.

ეს დაგამშვიდებთ და სხეულთან კავშირს გაგრძნობინებთ.

1. დაწექით ზურგზე.

2. მოადუნეთ სხეული.

3. დაიწყეთ ცხვირით სუნთქვა და გაიჯეთეთ მასაჟი მთელ სხეულზე.