მთავარი ჯანმრთელობა 8 ხალხური მითიური რეცეპტი, რომელიც სურდოს და გაციებას არ კურნავს და ტყუილია

8 ხალხური მითიური რეცეპტი, რომელიც სურდოს და გაციებას არ კურნავს და ტყუილია

by Keti

რას აკეთებთ გაციების პირველივე ნიშნის გაჩენისთანავე? მიირთმევთ ნივრიან თაფლს? თუ ლიტრობით სვამთ ჩაის ჟოლოს მურაბით? ამ მეთოდებს ფართო გავრცელება აქვს ხალხურ მედიცინაში. თუმცა თანამედროვე მედიცინა საკითხს სხვანაირად უყურებს. საქმე იმაშია, რომ ზოგი ხალხური საშუალება არამხოლოდ არ მუშაობს, არამედ აღრმავებს კიდეც დაავადებას.

პროდუქტები, რომლებიც უსარგებლოა გაციების დროს

ჟოლოს მურაბა და თაფლი

თაფლს მიირთმევენ ანგინის დროს კოვზებით, ამატებენ ჩაიში ჟოლოს მურაბასთან ერთად და თვლიან, რომ დიდი რაოდენობით ვიტამინს მიირთმევენ.

პრობლემა იმაშია, რომ ორივე პროდუქტი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც აფერხებს იმუნური სისტემის მუშაობას და კვებავს ბაქტერიებს. თუმცა ცოტა თაფლი მაინც სასარგებლოა პროფილაქტიკის მიზნით. ის ამსუბუქებს ანგინას და აწყნარებს მწვავე ხველას.

რაც შეეხება მურაბას, სჯობს, ის გაყინული კენკრით ჩაანაცვლოთ. ასე ბევრად მეტ ვიტამინს მიიღებთ.

ნიორი გაციების დროს

მიუხედავად იმისა, რომ ნიორს ძლიერ სამკურნალო თვისებებს მიაწერენ, მედიცინა არ გვირჩევს მისი დიდი დოზით მიღებას ავადმყოფობის დროს. ეს მცენარე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – ალიცინს, რაც კლავს მიკრობებსა და სოკოებს. თუმცა ჯერჯერობით არც ერთი კვლევითი მეცნიერება არ ადგენს იმას, რომ ნიორი – გაციების საწინააღმდეგო პანაცეაა.

ნივრის ჭარბი მომხმარებლები კი ხშირად უჩივიან კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ტკივილსა და მეტეორიზმს.

ლიმონი და ფორთოხალი

თუ დაგეწყოთ მშრალი ხველა, ნუ იჩქარებთ ნივრის დიდი ნაჭრის ჩაიში ჩაგდებას. შესაძლოა ლიმონმჟავამ უფრო დააზიანოს ყელის გაღიზიანებული ლორწოვანი. სხვა ციტრუსები, მანდარინი, გრეიფრუტი და ფორთოხალი, ასევე უსარგებლოა.

,,და რაც შეეხება C ვიტამინს?” – იკითხავთ თქვენ. კვლევებით დადგინდა, რომ ვიტამინი C არ ამცირებს გრიპით დაავადების რისკს. თუმცა ის აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და არბილებს სიმპტომებს.

თუ საკვებში გამოვიყენებთ ტკბილ წიწაკას, კომბოსტოს ან კარტოფილს, საკმარსი რაოდენობით ასკორბინის მჟავას მივიღებთ.

ალკოჰოლის შემცველი სასმელები

ზოგს ჰგონია, რომ ერთი სირჩა კონიაკი ან არაყი სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, მაგრამ ეს ასე არ არის. და, აი, რატომ:

  • სპირტიანი სასმელი სახიფათოა პანკრეატიტისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
  • ალკოჰოლი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა და სწრაფად აუწყლოვანებს ორგანიზმს.
  • ალკოჰოლი არ ,,მეგობრობს” ანტიბიოტიკებთან და აქვეითებს მათ ეფექტს.

რაც შეეხება გლინტვეინს, მის შემადგენლობაში ერთადერთი სამკურნალო კომპონენტი – საკმაზია. თუმცა მცირე კონცენტრაციის გამო ვერ გააუვნებელყოფს ვირუსებს.

ყავა და ჩაი

ამ სასმელებს შარდმდენი თვისებები ახასიათებთ. რაც მეტ კოფეინს მიიღებთ, მით მეტ სითხეს დაკარგავთ. თუ ცხელი სასმელის გარეშე ვერ ძლებთ, უმჯობესია, თავიდან ჩვეულებრივი წყალი მიიირთვათ. ასევე ჩაისა და ყავის ნაცვლად სვით მცენარეული ნაყენები: გვირილის, ასკილის, სალბის.

რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ სურდოს მორჩენაში?

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გირჩევთ სუპერპროდუქტს, რომელიც სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე, თუმცა იმუნიტეტს შეგიძლიათ დაეხმაროთ ასე:

  • იკვებეთ ჯანსაღად ყოველდღე და არა მხოლოდ ავადმყოფობის დროს.
  • დაკავდით სპორტით და გაიკეთეთ აცრა ცივი პერიოდის დასაწყისში.
  • გახსოვდეთ: ალკოჰოლი და თამბაქო აქვეითებს იმუნიტეტს.
  • გამოიყენეთ ბუნების საჩუქარი და სხვადასხვა ხალხური საშუალება გონივრულად და თქვენი იმუნიტეტი მადლობას გადაგიხდით ძლიერი ჯანმრთელობით.

დაგვიწერეთ კომენტარებში რა საშუალებებს იყენებთ თქვენ გაციების წინააღმდეგ. ეს სტატია კი გაუზიარეთ მეგობრებს!